სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ციცი ჭანტურია სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად არის ჩართული
10-12-2019
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ციცი ჭანტურია სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად არის ჩართული.

„წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ციცი ჭანტურია, ერთ-ერთია იმ მასწავლებელთა შორის, რომელიც ევროპელ კოლეგებთან ერთად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში.

ოქტომბერი და დეკემბერი დატვირთული იყო დემოკრატიული ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციებით. დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი ევროპულ სივრცეში ნიშანდობლივია წარმატებული პედაგოგების გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა საგანმანათლებლო სფეროში. ქალბატონი ციცი ჭანტურია თავის კოლეგებს უზიარებს იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც მიიღო ქართველი და ევროპელი კოლეგებისაგან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ციცი ჭანტურია etaloni.ge-ს თავისი გამოცდილების შესახებ მოუყა.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“ მიეძღვნა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

24-26 ოქტომბერს ქალაქ კანში, (საფრანგეთი) ჩატარდა ითვინინგის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე “დემოკრატიული ჩართულობა” “Where education meets democracy?” ( იქ ,სადაც განათლება თანხვედრაშია დემოკრატიასთან). კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 500-ზე მეტი პროგრამაში ჩართული მასწავლებელი და განათლების სფეროს წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან კი მივლინებული გახლდით 4 მასწავლებელი. სამდღიანი კონფერენცია ნაყოფიერი იყო eTwinningplus ქართული სკოლების წარმომადგენლებისთვის, რადგანაც შევძელით საკუთარი პრაქტიკის გაზიარება, ევროპელი კოლეგების მხრიდან ინტერესის გაღვიძება და პირდაპირი კონტაქტის გზით ახალ პროექტებზე იდეების მოძიება.

აქვე ,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხატია მატკავას და მასწავლებლის სახლს იმ შესაძლებლობისთვის რაც თამამად დამაკისრა,რომ კიდევ უფრო აემაღლებინა ჩემთვის მოტივაცია. მქონდა პატივი ვყოფილიყავი მომხსენებელი და გამეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკა ითვინინგში მოღვაწეობის, 2015 წლიდან დღემდე. მჯერა, რომ მთელი ეს შრომა აისახება ჩემს მოსწავლეებზე და ეს იქნება ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის“,- აცხადებს ციცი ჭანტურია.

„2 -3 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში. სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლეები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება