სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა გადააგდოთ სახლიდან
14-12-2019
-
+


ახალ წლამდე აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და უსარგებლო ნივთებისგან. რა უნდა გადავყაროთ ​წინასაახალწლო გენერალური დასუფთავების დროს, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ?

იტალიაში ტრადიციაც კი არსებობს, ახალი წლის წინა დღეს ყრიან ყველაფერს ზედმეტს და უსარგებლოს, რაც სახლში დაგროვდა და ბინაში პოზიტიური ენერგიის ცირკულაციას უშლის ხელს. ამიტომ დროულად უნდა მოიშოროთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო, აუცილებელი არ არის გადაყაროთ, მაგალითად, ნივთები, რომელსაც არ ატარებთ, შეგიძლიათ მისცეთ მათ, ვისაც ის სჭირდება. რა ნივთები უნდა გადავყაროთ სახლიდან ახალი წლის წინ?

ტანსაცმელი. დაიტოვეთ მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელსაც ატარებთ, რომელიც შეგფერით როგორც ზომით, ისე სტილით. თუ სამი წლის მანძილზე არ ჩაგიცვამთ თეთრი პალტო, მაშინ თქვენ მას აღარ მიუბრუნდებით, მიეცით ის მას ვინც მოირგებს. დახეულ და გაცვეთილ ნივთებს კი დაუყოვნებლივ ნაგავში გადაუძახეთ. ეს ნივთები ენერგიას და განვითარების საშუალებას გართმევენ. ნუ გეშინიათ ნივთებთან განშორების, მათ სხვები ჩაანაცვლებს, რომლებიც სიხარულს მოგიტანთ და სიამოვნებით ატარებთ.

დეკორატიული ქანდაკებები და სხვა მტვრის შემგროვებლები. სახლში თავისუფალი სივრცე უნდა იყოს, თითოეულ ნივთს უნდა მოჰქონდეს სარგებელი და სიხარული, ამიტომ უსარგებლო ნივთები გადაყარეთ.  სახლის ახალი წლის წინ მოწესრიგება ერთგვარი გადატვირთვაა, რომელიც დაგეხმარებათ ახალ წელს ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ფსიქოლოგები საერთოდ არ გვირჩევენ სახლში დეკორატიული ქანდაკებების ქონას, რადგან ისინი აგროვებენ არა მხოლოდ მტვერს, არამედ ცუდ ენერგიას.

დამტვრეული ჭურჭელი. გაბზარული და დაკაწრული დაუყოვნებლივ უნდა გადაყაროთ. ასეთი ჭურჭლის სახლში შენახვა არ შეიძლება. ამიტომ გადაყარეთ ძველი საჭრელი დაფა, სახეხი, ქვაბი, რომლის თავსახური დაკარგეთ,​ ცარიელი ყუთები და ქილები - ყველაფერი ამის ადგილი თქვენს სამზარეულოში არ არის.

არასაჭირო ნივთები. გადაქექეთ ყველაფერი და გადაყარეთ ყველა გატეხილი და უსარგებლო ნივთი: ძველი კომპაქტ-დისკები, ტელეფონის გატეხილი დამტენები, დამტვრეული კალმები, კოსმეტიკის ნარჩენები, ვადაგასული წამლები, ტანსაცმლის ეტიკეტი და სხვა ნივთები, რომლებსაც ვერასდროს გამოიყენებთ, სახლში კი ადგილს იკავებენ.

გატეხილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სავარაუდოდ თქვენ სათავსოში ინახება ჩაიდანი, ტოსტერი, უთო და ასევე სხვა გატეხილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან ისეთი რომელსაც დიდი ხანია არ იყენებთ. ყველაფერი რაც მუშაობს, მიეცით ვიღაცას სხვას, დანარჩენის ადგილი კი ნაგავშია.

უსარგებლო ნივთების მოშორებით გაოცდებით იმდენი ადგილი გამოთავისუფლდება სახლში და რამდენად მარტივი გახდება სუნთქვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება