| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ექსკურსია საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლების ფარგლებში ჩატარდა და მას პედაგოგი ნანა გოგოხია კლასის დამრიგებელ ნანა მეგრელიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია სასახლის დათვალიერებამ, იქ დაცულმა სიძველეებმა, განსაკუთრებით დაინტერესდნენ წიგნსაცავით, ნაპოლეონის ნიღბითა და ანდრია დადიანის ნაქონი ჭადრაკით.
დავათვალიერეთ ზუგდიდის ტექნოპარკი. მენეჯერმა, ანუკი ასათიანმა გაგვაცნო ტექნოპარკის საქმიანობა და მიმდინარე პროგრამები. ასევე შემოგვთავაზა სამდღიანი ტრენინგი ,,Little Bits"- (პატარა ფიგურები), რომლის დანიშნულებაა ფუნქციური მოწყობილობების შექმნა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებისთვის დღე შთამბეჭდავი და სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად