| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის ციხეზე „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ ერთობლივი თანამშრომლობით შედგა. ფორუმის ფარგლებში ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენებიც მოეწყო.
ფორუმი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდობის განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ სიტყვით გამოვიდნენ: სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე. ფორუმს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, რომელმაც ეროვნულ დონეზე ღონისძიების სტუმრებს ახალგაზრდული სფეროს ძირითად პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევებს ამ მიმართულებით.
სფეროში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი World Vision საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი გიორბელიძე. ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.
ახალგაზრდულ ფორუმზე პრეზენტაცია გამართა, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ზაზაძე. მან მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზნებია: ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია რეგიონის დონეზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და სექტორთშორისი დიალოგის მხარდაჭერა.
ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს