სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ხულოს რაიონულ სასამართლოს ეწვივნენ
06-12-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლეებმა გიგი და შოთა აბულაძეებმა, საგნის - „მოქალაქეობა“ ფარგლებში მასწავლებელთან ერთად ხულოს რაიონული სასამართლო დაათვალიერეს.

მოსწავლეებს სასამართლოში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოუწყეს.

„თემატურად დაგეგმილი დღე, მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელი იყო. მოსწავლეებმა მოინახულეს და დაათვალიერეს შსს ხულოს რაიონული სასამართლო. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პოლიციის ლეიტენანტმა, ბატონმა სულხან გელაძემ, გულდასმით დაათვალიერებინა მოსწავლეებს ყველა ის კაბინეტი, რომელიც თანამდებობრივად აქვთ დაკავებული ამ სფეროში მომუშავე თანამშრომლებს.

უბნის უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ბატონი მინდია ძირკვაძე, ხულოში ამ სფეროში ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები პოლიციის ფორმებით შემოსა და დაანახა ერთი დღე, რომელიც ამ პროფესიაში უნდა გაეტარებინათ.

ბატონი სულხანმა მოზარდებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე ესაუბრა, რომელიც პირველ რიგში განათლებას ამუხრუჭებს. ესაუბრა ბულინგისა და ძალადობის შესახებ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ხულოს სახანძრო- სამაშველო სამსახური დაეთვალიერებინათ, სადაც გულიანად უმასპინძლეს. მოსწავლეებმა ეს პროფესიაც მოირგეს და აღნიშნეს, რომ ადამიანებს გაჭირვებაში დაეხმარო გმირული და ვაჟკაცური საქმეა.

„მოსწავლეებმა  ხულოს ღვთისმშობლის ხარების და ანდრია პირველწოდებულის ტაძრები მოინახულეს. ხულო- თაგოს საბაგირო გზაზე გაისეირნეს, რათა უკეთესად შეევლოთ თვალი ოქროსფერი შემოდგომის ერთი ულამაზესი დღისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ! ამ დღეს იყო ბევრი ემოცია! ყველაფერი კი ღრმად დაილექება ამ მოზარდების მეხსიერებაში!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში ახალი საგანი „მოქალაქეობა“ შევიდა, რომელსაც მხოლოდ მე-7 კლასის მოსწავლეები სწავლობენ. საგანი მოსწავლეებს მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაში და მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება