სიახლეები
სკოლები

''ინტერნეტის გავლენა ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე'' - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლის საკონფერენციო თემა
08-06-2017
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში მოსწავლეთა V სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის თემა იყო ''უსადენო თაობა - ინტერნეტის გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე''.

გთავაზობთ ერთ-ერთი მონაწილის, მე-9 კლასის მოსწავლის, ვიკა ჭიჭუეიშვილის თემას - ''ინტერნეტის გავლენა ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე''.

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტს უდიდესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. იგი ძალიან ბევრი ადამიანის კომუნიკაციის, გართობის თუ ფულის შოვნის საშუალებაა. ბევრი ადამიანისათვის დილა ინტერნეტთან ერთად იწყება და დღის განმავლობაშიც ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, ცდილობს მოვლენებს არ ჩამორჩეს და მეგობრების პირადი ცხოვრების დეტალები, პოლიტიკური სიახლეები თუ სხვა ამბები დროულად შეიტყოს. 

ინტერნეტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვების და მოზარდების ცხოვრებაში. დღესდღეობით იშვიათად მოიძებნება მოზარდი, რომელიც არ იყენებს პლანშეტს ან მობილურ ტელეფონს, რომელშიც ინტერნეტია ჩართული. 

ცნობილი განმარტების თანახმად, ინტერნეტი გლობალური ქსელია, რომელიც დაკავშირებულია მილიონობით კომპიუტერთან. ინტერნეტის ქსელში ჩართულია 190-ზე მეტი ქვეყანა. ინტერნეტის საშუალებით ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ შეიტყონ თანამედროვე კვლევების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია მეცნიერული მიღწევების, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, სხვადასხვა ქვეყნების ისტორიისა და დღევანდელობის ირგვლივ, თუმცა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ყველა ინფორმაცია როდია სასარგებლო. 

ჩემი მოხსენების მიზანია, შემოგთავაზოთ კვლევებზე დაფუძნებული საინტერესო მასალა ბავშვებში და მოზარდებში მობილური ინტერნეტის გამოყენების საფრთხეებთან დაკავშირებით, ასევე მოგაწოდოთ რჩევებს რისკების თავიდან აცილების მიზნით. 

უცხოეთში ინტერნეტის არასწორი მოხმარებით გამოწვეულმა პრობლემებმა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო ადრე იჩინეს თავი. ფსიქოლოგებმა და მედიკოსებმა კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს რა სახის ზიანის მიყენება შეუძლია მოზარდისთვის ინტერნეტს, ასევე შეამუშავეს რეკომენდაციები როგორც მშობლებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. 

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, არასრულწლოვანთა 70% აქვს საკუთარი ''სმარტფონი'' ან ''აიფონი''. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების მიხედვით:

1. 8 წლის და უფრო პატარა ასაკის ბავშვების 21% იყენებს სმარტფონს 

2. 8-9 წლის ასაკის ბავშვების 20% აქვს ქსელში ჩართული ტელეფონი 

3. 9-11 წლის ასაკის ბავშვების 56% აქვს ქსელში ჩართული ტელეფონი 

4. 13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 88% აქვს საკუთარი ''სმარტფონი'' 

5. 13-დან 17 წლამდე მოზარდების 91% სარგებლობს მობილური ინტერნეტით

საქართველოში კვლევა ამ მიმართულებით ჯერ არ ჩატარებულა. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მცირე კვლევა. კერძოდ, გამოიკითხა I, V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასების 610 მოსწავლე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა, რომლებსაც აქვთ საკუთარი მობილური ტელეფონი - ''სმარტფონი'', ''აიფონი'' ან ისეთი, რომელსაც მხოლოდ ტექსტური შეტყობინების და დარეკვის ფუნქცია აქვს, ასევე გაგვერკვია, რამდენი მოსწავლე სარგებლობს მობილური ინტერნეტით. შედეგები ასეთია:

გამოკითხული 610 მოსწავლიდან 456 აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, რომელთაგან 380 ჩართულია ინტერნეტის ქსელში, ხოლო 34 აქვს მობილური ტელეფონი, რომელსაც მხოლოდ ტექსტური შეტყობინების გაგზავნის და დარეკვის ფუნქცია აქვს. 

საგანმანთლებლო მიზნით ინტერნეტის გამოყენებისას ბევრ სირთულეს ვაწყდებით, რის შესახებაც შესაძლოა ჩემს თანატოლებს არ უფიქრიათ. კერძოდ:

- რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით უფრო სწრაფად ვპოულობთ სასურველ ინფორმაციას და იგი მნიშვნელოვნად გვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალურ ქსელში ბევრი ვებგვერდია, რომელიც არასანდო და არა აკადემიურია. მათი გამოყენებით კი შეიძლება შეცდომაში შევიყვანოთ ჩვენი საკუთარი თავი და სხვაც. ასეთებია: ვიკიპედია, ბლოგები და ფორუმები.

- ალბათ ყველამ ვიცით რას ნიშნავს ''ინტელექტუალური ქურდობა''. ხშირია შემთხვევები, როდესაც სასკოლო პრეზენტაციების დროს მოსწავლეები ინტერნეტიდან მოძიებული მასალის და კოპირებით წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს. წყაროს კი, როგორც წესი, არ მიუთითებენ. ავტორის მითითების გარეშე კი ისინი მიითვისებენ სხვის ნაშრომს. 

ბავშვებსა და მოზარდებში საგაკვეთილო პროცესის პარალელურად ტელეფონებით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ რისკებსა და პრობლემებზე ხშირად საუბრობენ პედაგოგებიც. ისინი ძირითადად უჩივიან ასეთი მოსწავლეების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას, პასიურობას, დაბალ ქულებს...

სამედიცინო კვლევების თანახმად, ინტერნეტის ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის სისტემატური და არამიზნობრივი მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში ქმნის სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების საფრთხეს. კერძოდ, აყალიბებს ინტერნეტზე დამოკიდებულების ჩვევას, აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს შიშს, უძილობას, შფოთვას, სწავლის მოტივაციის დაქვეითებას, არაპროდუქტიულობას ნებისმიერი სხვა საქმის მიმართ, ზრდის უბედური შემთხვევების რისკს (როდესაც გზის გადაკვეთის დროს პასუხობს ბავშვი სატელეფონო ზარს ან აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას), ზრდის კიბერთავდასხმის საფრთხეს, იწვევს თავის ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას, თანატოლებთან კომუნიკაციის შემცირებას, სიმსუქნეს (ინტერნეტით სარგებლობის დროს ჯდომის გამო), ხერხემლის გამრუდებას, ბრტყელტერფიანობას, მხედველობის პრობლემებს, კლავიატურის ხშირი გამოყენება იწვევს მყესის ქსოვილების დისტროფიას.

ფსიქოლოგები საინტერესო რჩევებს სთავაზობს მშობლებს ''სმარტფონებით'' გატაცებულ ბავშვებში ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. კერძოდ: 

1. სანამ მობილური ტელეფონს შეიძენდით თქვენი შვილისთვის, მოელაპარაკეთ მას, რისთვის სჭირდება ტელეფონი და რამდენი ლარის გადახდა შეუძლია ოჯახს ნივთის შესაძენად; 

2. ტელეფონში ერთად დააყენეთ პაროლი ისე, რომ თქვენც იცოდეთ იგი; 

3. ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, ტელეფონში ჩაწერეთ ოჯახის წევრების, ახლობლების, ასევე სახანძროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელის ხაზის სატელეფონო ნომრები; 

4. ურჩიეთ ბავშვს გამორთოს ტელეფონი სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს; შეეცადეთ არ დაურეკოთ ბავშვს, როდესაც იგი იმყოფება გაკვეთილზე; 

5. მოელაპარაკეთ ბავშვს რა სახის ინტერნეტ მასალებია რეკომენდირებული მისი ასაკისთვის; 

6. მშობლებს, რომლებსაც არ გსურთ თქვენს შვილებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ გსურთ მათი გადაადგილება გააკონტროლოთ, უყიდეთ მხოლოდ ისეთი ტელეფონი, რომელსაც ტექსტური შეტყობინების და დარეკვის ფუნქცია აქვს. 

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, მაგრამ განსხვავებით ჩემ მიერ დასახელებული ინტერენტის უარყოფითი მხარეებისა, საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე და ცოდნაც შევიძინე. ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციების და სხვა ინტელექტუალური აქტივობების მოსამზადებლად, ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა. ჩემს თანატოლებს ინტერნტის გამოყენებას სწორედ ამ მიმართულებით ვურჩევ.

გამოყენებული მასალა:http://www.internetlivestats.com/in...

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება