სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვაკის პარკში ღია გაკვეთილის დროს ხე წაიქცა - დაშავდა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა
18-09-2025
-
+


ვაკის პარკში, ტერიტორიაზე სადაც კერძო სკოლის „სენტ- ეგზიუპერის“ მასწავლებლი ღია გაკვეთილს ატარებდა, ხე წაიქა - დაზიანება მიიღო პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა. ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია გაბუნიამ გაავრცელა. 
 
„მშვიდობით სავსე ქალაქში, რამდენიმე წუთის ჩამოვარდა უზარმაზარი ხე. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩემი შვილი კლასელებთან ერთად სკოლის ღია გაკვეთილს ესწრებოდა.
 
მცირე დაზიანება მიიღო მასწავლებელმა,რომელიც ბავშვებს გადაეფარა. დაისტრესა ყველა ბავშვი და ტირიან გაუჩერებლად. ეს მოხდა ვაკის პარკში,სადაც რა ტრაგედიაც მოხდა ვიცით ყველამ“, - წერს გაბუნია გავრცელებულ პოსტში. 
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვცადეთ სკოლის ხელმძღვანელთან დაკავშირება, თუმცა კონტაქტზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.
 
შემთხვევას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა: „ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? იქ არავინ იმყოფებოდა, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა“.
იხილეთ ვიდეო: 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება