| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში სულ დასაქმებულები არიან სკოლის დირექტორი და 8 პედაგოგი, აქედან 4 სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელია.
სკოლას არის საბაზო საფეხურის და მას 7 მოსწავლე ჰყავს.
„მიუხედავად მოსწავლეების სიმცირისა, აქტიურად არიან ბავშვები ჩართულნი სასკოლო ღონისძიებებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და პროექტებში.
ოქტომბრის და ნოემბრის თვეში განვახორციელეთ პროექტები: „გაუფრთხილდეთ ბუნებას“ და „დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას“.
ღონისძიების „გაუფრთხილდეთ ბუნებას“ მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, ბუნებისადმი სიყვარული, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ- ჩვევების განვითარება.
პროექტში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია რაჭაში არსებული მარადმწვანე მცენარეების შესახებ. ასევე მის მნიშვნელობაზე და მოვლა-პატრონობაზე. გააკეთეს პრეზენტაცია და დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად