სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი ქალთა ფონდთან თანამშრომლობს
05-12-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის  მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი და ქალთა ფონდი „ტასო“ რამოდენიმე თვეა თანამშრომლობენ.

თანამშრომლობის ფარგლებში ფონდმა დააფინანსა კლუბის 1 პროექტი.

კლუბისა და ფონდის ინიციატივით, სოფელ მარადისში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით.

„გარემოსდაცვით კლუბს სტუმრობდნენ ფონდის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა, როგორც მედიატორებმა, დაგეგმეს შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალებთან და მათ გააცნეს ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც, თავის მხრივ, ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება ქალთა ეკონომიკური მფგომარეობის გაუმჯობესება.

ფონდი „ტასო“ მიზნად ისახავს ქალთა განათლების ხელშეწყობას, დასაქმებასა და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ფონდი, პარტნიორობის ფარგლებში, განახორციელებს საპრეზენტაციო შეხვედრებს, ჩამოყალიბდება თვითდახმარების ჯგუფი. საგანმანათლებლო უნარების განვითარების მიზნით ქალები გაეცნობიან ადამიანთა უფლებებს, ქალთა ლიდერობას, ისწავლიან გენდერულ ბიუჯეტირებაში მონაწილეობას ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად, მცირე ბიზნესის ჩამოყალიბებას და სხვა.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება:
1.ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა;
2.ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით.

სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ნიშნავს ოჯახის გაძლიერებას, თემის გაძლიერებას, უთანასწორობის მეტ-ნაკლებად შემცირებას დასაქმების თვალსაზრისით, დისკრიმინაიის შემცირებას საზოგადოებრივი გადაწყვეტილების მიღებისას, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას.

აღნიშნული აქტივობა მოიაზრებს ბრძოლას სიღარიბესთან (მდგრადი განვითარების პირველი მიზანი ), ქალთა დისკრიმინაციის ნებისმიერ აღმოფხვრას (მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი) და თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი).

გარემოსდაცვითი კლუბი იმედოვნებს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები აქტიურად გააგრძელებენ ფონდთან თანამშრომლობასა და ისეთი პროექტების დაგეგმვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალებისა და მთლიანად თემის ეკონომიკურ წარმატებას“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

სკოლა პროექტებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება