სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლას ამერიკაში მცხოვრები სკოლის ყოფილი პედაგოგი ესტუმრა
05-12-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლას ამერიკაში მცხოვრები სკოლის ყოფილი პედაგოგი მზისა მახარაძე ესტუმრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვს განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული იყო. პედაგოგმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჩუქრები გადასცა.

„დღე, რომელიც ჩაოს საჯარო სკოლის ისტორიის კუთვნილება გახდა. სკოლამ ამერიკელ სტუმარს უმასპინძლა. მზისა მახარაძე ბოლო რამდენიმე წელია უცხოეთში ცხოვრობს, უკვე Mzisa fontrelia .

ჩაოდან დაწყებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში აგრძელებს. აკადემიური პროგრამების კოორდინატორია. პედაგოგიური ნათლობა ჩაოში მიიღო. სამი სასწავლო წელი ასწავლიდა ჩაოს საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო წელს კი უცხოელი შემოვიდა ჩვენს სკოლაში.

საგაკვეთილო პროცესში ერთად მოღვაწე პედაგოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი დარჩენილი სიცოცხლეც ერთად უნდა გაეტარებინათ, ოკეანის მიღმა, შორეულ ამერიკაში. მთავარი ის კი არ არის რამდენს ივლი, არამედ რა კვალს დატოვებო... კვალი, რომელიც მზისა მასწავლებელმა ჩაოს საჯარო სკოლის ისტორიაში დატოვა ჟამთასვლა ვერ წაშლის.

წავიდა ჩვენგან შორს, მაგრამ არასოდეს მივუტოვებივართ!

თვითონ ყოველთვის თვლის, რომ მის მიერ მიღწეული წარმატება ჩაოდან იღებს სათავეს, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკან გიბრუნებთ იმ ყურადღებას, სიყვარულს, პატივისცემას, რომლითაც თურმე წლების განმავლობაში საზრდოობს და აქედან წაუღია.

ბოლო რამდენიმე წელია ჩაოს საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით აჯილდოვებს. მან ზუსტად იცის, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლებაში ჩადებული თანხაა, ყველაზე მომგებიანი დაბანდებაა,
მამოტივირებელი ელემენტია! მოტივაციისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა..

მზისა მასწავლებლის გზავნილი ყოველთვის აღწევდა ამ სიცოცხლით ანთებულ ბავშვებთან, დღევანდელი დღე კი იმით იყო გამორჩეული, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და პირადად გადასცა ის საჩუქრები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად დაამკვიდრა ჩვენს სკოლაში.

სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის თითოეულ წევრს! მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ქველმოქმედ, სიკეთით სავსე მზისა მასწავლებელს!  მარი ლაბაძემ აღნიშნა, რომ დიდი საქმეა დასახულ მიზანს მიაღწიო, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია არასოდეს დაივიწყო განვლილი გზა საიდან იღებს სათავესო...

ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორის, ბატონ იოსებ აბულაძისა და პედაგოგიური კოლექტივის თითოეული წევრის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ მზისა მასწავლებელს ამ ლამაზი დღისთვის, რომელიც მოგვიწყო.  ეს იყო ემოციური და განსაკუთრებული დღე, რომელიც ძალიან დიდხანს გაგვყვება და გვემახსოვრება თითოეულ ჩვენთაგანს!

ღონისძიების დასასრულს ღია ცის ქვეშ სიმბოლურად გაიჭრა ტორტი, რომელიც მოსწავლეებმა მიართვეს საყვარელ მასწავლებელს და მადლიერება გამოხატეს! მადლობა მზისა მასწავლებელო“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება