სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტუნაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს
04-12-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს. 

„საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 წლის ფარგლებბში ატარებს I ეტაპის - მუნიციპალურ თამაშებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სადაც მონაწილეობას ღებულობენ 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებული სკოლის მოსწავლეები.

2019 წლის 23 ნოემბერს დაბა ხულოში გამართულ აღნიშნული ასაკის ფრენბურთელ ვაჟთა შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა.  ასევე 27 ნოემბერს პირველი ადგილი დაიკავა ტუნაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა. 

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მონაწილეები კი - მედლებით.

სკოლის ხელმძღვანელობა ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდგომ ზონალურ ტურნირებზე. გუნდების მომზადებისათვის ასევე მადლობა სპორტის მასწავლებლებს“,-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება