მერენიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სასკოლო სივრცე შემოდგომის ნობათით მორთეს, სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს, თათარა მოადუღეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა და მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები