სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
04-12-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის მერვე კლასში თემაზე „ვაქცინაცია, შიდსი, ც ჰეპატიტი“ ბიოლოგიაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი ბიოლოგიის მასწავლებელმა ირმა ინაძემ ჩაატარა.

„მოსწავლეებმა ახსნეს ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, ვრცელდება ინფიცირებული ადამიანებისაგან, იწვევს საფრთხის შემცველ ღვიძლის ინფექციას“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პედაგოგმა ირმა ინაძემ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით მედიარესურსი აჩვენა და სთხოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოეცათ. მან ასევე წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობები გამოიყენა.

„გაკვეთილზე მასწავლებელი იძლეოდა განმავითარებელ შეფასებას და შესაბამის უკუკავშირს. თვალყურს ადევნებდა იმას, თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ნანახი ინფორმაცია, როგორ აღიქვეს და შეცდომების ანალიზის საფუძველზე ეხმარებოდა მეტაკოგნიტური უნარის განვითარებაში, გამოსავლის გზების ძიებაში და აზროვნების დაგეგმვაში. გაკვეთილი საინტერესო იყო. კოლეგებმა გაიზიარეს მისი პრაქტიკული გამოცდილება“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა შიდსთან, ც ჰეპატიტთან საბრძოლველად პრევენციული მექანიზმები ჩამოწერეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს. მათ მიეცათ დავალება, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნახატები შეექმნათ.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება