სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აივ/შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა
03-12-2019
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელიც აივ/შიდსთან ბრძოლის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიების მთავარი მიზანი მომავალ თაობაში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

შეხვედრა ბიოლოგიის მასწავლებელმა, დარეჯან ჯიშკარიანმა, გახსნა. X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები(ანი ბენიძემ - „შიდსი“, ანი ხურცილავამ - „შიდსის გამომწვევი მიზეზები“, მარიამ იოსელიანმა - „შიდსის მკურნალობის გზები“) წარმოადგინეს.

დასასრულს კლუბის ლიდერმა, ანი ბენიძემ, შეხვედრის მონაწილეებს  ვიდეორგოლი -„ინტერვიუ - რა იცით შიდსის შესახებ“ აჩვენა. 

„1 დეკემბერი მსოფლიოში აივ/შიდსთან ბრძოლის დღეა. ამ დღის აღნიშვნა პირველად 1988 წელს დაიწყო, მას შემდეგ, 1 დეკემბრის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო. საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს შიდსის რეალურ საფრთხეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპირველდეკემბერო კამპანია. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში. ამ დღეს იყენებენ სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად, რათა ამაღლდეს ცნობიერება ვირუსის შესახებ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და ჯერჯერობით, მისგან სრულად განკურნება ვერ ხდება. თუმცა, მკურნალობის შემთხვევაში, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს წლების წინ იყო. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის ინფექციის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, წითელი ლენტი გამოხატავს სოლიდარობას, პროტესტს და იმედს.

აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. ამას მოწმობს ბოლო წლების სტატისტიკა, კვლევები და პრაქტიკული მაგალითებიც. ყველა ადამიანის ვალია გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებულების მიმართ და წვლილი შეიტანოს აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება