სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი მერაბ მახარაძე პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა
03-12-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, მერაბ მახარაძე მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი, ორგანიზატორული, შემოქმედებითი პედაგოგიური მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის დაბადების 60 წელთან დაკავშირებით დაჯილდოვდა.

მასწავლებელი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლმა ემზარ დეკანაძემ დააჯილდოვა.

ემზარ დეკანაძემ ჩაოს საჯარო სკოლას მადლობა გადაუხადა იმ აქტიურობისათვის, რომელსაც სკოლა იჩენს ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალ სკოლებს შორის. მან პირობა დადო, რომ დამსახურებული ღვაწლის მიხედვით, ყველა პედაგოგს წაახალისებენ საიუბილეო თარიღების პერიოდში. 

ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორმა, იოსებ აბულაძემ, სტუმარს მობრძანებისათვის და სკოლის მიმართ არაერთხელ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მასწავლებლის პროფესია მეტად საპასუხისმგებლო საქმეა! მომავალი თაობა, რომელიც შენს თვალსაწიერზე გაივლის, მიიღებს სრულფასოვან განათლებას, დამკვიდრდება ცხოვრებაში და თავის სათქმელ სიტყვას იტყვის. ეს გავსებს პიროვნულად. სწორედ ამაზეა ნათქვამი: "მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოითვლის მტევნებსა." იწყებ ათვლას საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის პრაქტიკიდან და აღმოჩნდება, რომ შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები თაობების ნათელ მომავალს მიუძღვენი. ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივს მხცოვანი წევრები ბევრი არ ჰყავს, მაგრამ ვინც გვყავს ძალიან ვუფრთხილდებით. 60 წლის მერაბ მახარაძე ყოველ სასწავლო წელს ახალი ენთუზიაზმითა და შევსებული ენერგიით იწყებს! ძალიან გაუხარდა და თვალები გაუბრწყინდა სიხარულისაგან, რომელიც მის მიმართ პედაგოგიური კოლექტივის თითოეულმა წევრმა და მოსწავლეებმა გამოვიჩინეთ. იყო ბევრი ემოცია და გამოხატული მადლიერება. ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე ბატონ მერაბს! ეს დღეც ისევ თქვენ გეკუთვნით“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთნენ

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება