სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყვიტის საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეული ჩატარდა
03-12-2019
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „პრესტიჟის“ წევრთა მონაწილეობითა და კლუბის მეურვე მასწავლებლის, ზეინაბ ივანიძის, ხელმძღვანელობით თანასწორობის კვირეული ჩატარდა.

წინასწარ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითად აქტივობებიც ესეების კონკურსი, ნახატების  კონკურსი, IX-X კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილები იყო.

თანასწორობის კვირეული გეგმის შესაბამისად წარიმართა.

ნახატების კონკურსში მნიშვნელოვანი ნამუშევრები  წარმოადგინეს  IX  კლასის მოსწავლე ტარიელ მელიქიძემ, X კლასის მოსწავლე ანა მელიქიძემ  და XII კლასის მოსწავლე ნათია დიასამიძემ.

ესეების კონკურსში მოწონება დაიმსახურეს XII კალასის მოსწავლეების - ნათია ტატურაშვილისა და ნათია დიასამიძის, აგრეთვე,  IX კლასის მოსწავლე ბექა ბერიძის ნამუშევრებმა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარებულმა  გაკვეთილმა დისკუსიის სახე მიიღო. მოსწავლეები აქტიურობდნენ. არგუმენტებს მიზანმიმართულად იყენებდნენ;  ცხოვრებისეული მაგალითები მოჰყავდათ; საუბრისას  დისკუსიის წესებს იცავდნენ; ერთმანეთის აზრს პატივისცემით ეპყრობოდნენ;

„იყო მოსმენა და თანამშრომლობა. ადეკვატურად მსჯელობდნენ თანასწორობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თანასწორობის კვირეულში მონაწილეებმა აიმაღლეს სამოქალაქო ცნობიერება. ვფიქრობ, ისინი თავისი  ცხოვრების   მანძილზე განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობენ ურთიერთპატივისცემასა  და თანასწორობას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

სასწავლო პროცესს მათემატიკის ბილინგვური განათლების სპეციალისტი ანი კახაბერი და საგნის მასწავლებელი სევდა იბრაგიმოვა უძღვებოდნენ

სკოლაში კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ტურნირში მონაწილეობდნენ U14 და U16 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება