სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
03-12-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში გვიან შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაში, რომელიც ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგის, სკოლის დირექტორის, ინგა მიქელაძის და პედაგოგების: მთვარისა ლეთოდიანისა და საბინა ისმაილოვას ინიციატივით ჩატარდა, ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები დაესწრნენ.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ოთახი  ნაირ-ნაირი ფოთლებითა და ქოლგებით მორთეს. მოსწავლეებმა შემოდგომა ლექსებით, სიმღერებით, სპექტაკლითა და სახალისო აქტივობებით გააცილეს.

 „ბავშვებს ნაირ-ნაირი ხილი, ნუგბარი მოეტანათ, მშობლები კი ხილის „ხონჩით“ მოვიდნენ. ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა პედაგოგებს მიართვეს ხილი. ეს დღე ხალისიანად დამთავრდა. შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ფერის ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს. შემოდგომის ნაირფეროვნება ზამთრისთვის ხეების მომზადების პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეები „გაფრთხილებას“ აძლევენ ხეების ბიოლოგიურ საათს, რათა ფოთლებს თანდათანობით შეუწყდეთ წყლისა და საკვები ნივთიერების მიწოდება. ამაზე თითოეული ფოთოლი ყუნწის ბოლოსთან გამაცალკევებელი ფენის წარმოქმნით რეაგირებს, სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი“.

„დიდი ამბები ხდებოდა გარეთ;

ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს,

ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი,

ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს“

„მზეც აღარ ათბობს ისე ძალუმად

დაუკარგია თითქოს და ძალა

და შემოდგომის ბოლო დღეები

მიიპარება უჩუმრად სადღაც“.

„ბაღიც იმიტომ აღარ კვნესოდა

არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს

თუმცა ფოთლების უმრავლესობა

სველ ბილიკებზე ეყარა პირქვე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება