სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კონკურსი გამოცხადდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესარჩევად - ვადები და პირობები
02-12-2019
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 17 კანდიდატი შეირჩევა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა კი 4 დეკემბერია.

იხილეთ შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
  • დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - 1;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
განცხადების წარდგენის ვადა და წესი: 

საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში,   სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N1);

კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
ცნობა სამუშაო ადგილიდან;
ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განცხადების შემოტანის ბოლო ვადა  - 4 დეკემბერი;

 დამატებითი ინფორმაცია:

ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;

განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება