სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების საყურადღებოდ - „ღირს თუ არა გასაჩივრება?“ - სააპელაციო განაცხადების წარდგენის ვადა იწურება
18-08-2025
-
+


„ღირს თუ არა მასწავლებელთა საგამოცდო შედეგის გასაჩივრება?“ - ეს კითხვა არაერთ აპლიკანტს აწუხებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წინა წლების გამოცდილება გაგვეზიარებიან მათთვის, ვინც წელს პირველად გავიდა გამოცდაზე და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა შეეიტანოს თუ არა სააპელაციო განაცხადი.
 
პირველადი შედეგები გასაჩივრების შემდგომ ხშირად იცვლება და აპლიკანტებს  1, 2 და 3 ქულაც კი მომატებიათ საპრეტენზიო განაცხადის შედეგად, ამიტომაც თუ თვლით, რომ თქვენი ნაშრომი უსამართლოდ გაასწორეს ან ქულა დაგაკლდათ, აუცილებლად გაასაჩივრეთ, თუმცა აქვე გაითვალისწინეთ რომ გამორიცხული არ არის, ქულა დაგაკლეთ კიდეც.
 
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ქულის ცვლილების შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს მოგემატებათ თუ დაგაკლდებათ, გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ. 
 
ETALONI.GE შეგახსენებთ რომ მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება 18  აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. 
 
შევსების ინსტრუქცია:
 
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
 
ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. 
 
აღნიშვნების  შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
 
გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის გასაჩივრებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
 
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს  დამოუკიდებელი კომისია.   

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება