სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვის საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდება
28-11-2019
-
+


2020-2021 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტები სტუდენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებენ, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ etaloni.ge-ს განუცხადა, პროგრამა ჯერ აკრედიტაცია უნდა გაიაროს და აღნიშნული პროფესიის არჩევა, სავარაუდოდ, მომავალი წლის სტუდენტთა პირველ ნაკადს უკვე შეეძლება.

„საკვალიფიკაციო ჩარჩო ამ პროგრამის უკვე არსებობს, მიმდინარეობს საბოლოო რევიზია და საკითხების დაზუსტება კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით და იმედი გვაქვს მალე უკვე გვექნება ეს ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ეს საუნივერსიტეტო პროგრამა.

მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე მზად იქნება ყველაფერი და მსურველებს აღნიშნული პროგრამის სწავლა შეეძლებათ, ვნახოთ როგორ წავა პროცესი. სავარაუდოდ ეს იქნება ოთხწლიანი პროგრამა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, დგებუაძემ აღნიშნა, რომ თუკი ეს საბაკალავრო პროგრამა სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვისაა, მოქმედ მასწავლებლებს სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ამასთან აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ასევე სატრენინგო მოდული აღმზრდელ-პედაგოგებისთვის და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მოქმედი მასწავლებლების გადამზადებას საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება