სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე უფლისციხეში იმყოფებოდნენ
27-11-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე გორში იმყოფებოდნენ. კლასს დამრიგებელი ლელა კვენიაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა უფლისციხე მოინახულეს.

„მოსწავლეებიც და მშობლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ გამოქვაბულებს, აფთიაქს, დილეგს, დარბაზებს, აღშფოთდნენ მსხვერპლთშეწირვის რიტუალით, ცდილობდნენ ქცევის წესების  დაცვას პირობითი ნიშნების დახმარებით. ხალისით, ენერგიულად დადიოდნენ უძველესი ადამიანების ნაკვალევზე უფლისციხეშიც და გორის ციხეზეც. მოეწონათ მინი ზოოპარკი  გორის პარკში, სადაც დიდი დათვი ბავშვების შეძახილებზე რეაგირებდა. 

მოსწავლეები პარკში გაერთნენ ატრაქციონებზეც. სასადილოდ ესტუმრენ რესტორან „ნაჭარმაგევს“. აქ მოხიბლულან აუზის ლამაზ-ლამაზი ბინადრებით, სასიამოვნო გარემოთი და უგემრიელესი ხინკლით. დღის ბოლოს ნახეს ფილმი „ავატარი“ 3D. შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ სახლებში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება