სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციას დაესწრო
26-11-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლამზირა ოსეფაშვილი, ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

საკონფერენციო თემა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

კონფერენცია, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, სამთავრობო დონეზე ჩატარდა და მას სხვადასხვა რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პრესა, ტელევიზია, ჟურნალისტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ადგილზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მისიას, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეგულაციებს, აღინიშნა, რომ ევროპარლამენტი აღიარებს დეზინფორმაციის საფრთხეს და წყაროებსაც კი უთითებს, საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია.

დღის მეორე ნახევრიდან იწყებოდა დისკუსია, რაც პროცესში დამსწრე საზოგადოების ჩაბმით, აუდიტორიასთან კონტაქტითა და კითხვების დასმით წარიმართა.

კითხვებს პასუხობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით(განათლება, ცხოველების მოვლა, არჩევნების გამჭვირვალობა, დეზინფორმაციის სიმპტომების ამოცნობა და ა.შ.) ევროკავშირის სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.

კონფერენციას ესწრებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა, რომელმაც კონფერენციის სპიკერს საინტერესო კითხვები დაუსვა და პოლემიკა გამართა.

დარბაზი საკმაოდ აქტიურობდა. დაისვა ისეთი ტიპის შეკითხვები, როგორებიცაა:

  • რას არ უნდა აკეთებდეს და რას უნდა აკეთებდეს ევროპარლამენტი?
  • როგორ გესმით შიდა საფრთხე, ხომ ვერ მოიყვანთ მაგალითებს?
  • არის თუ არა რამე რეაგირება ევროპარლამენტის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი საქმეზე?
  • დგინდება თუ არა რაიმე სახის რეგულაციები დეზინფორმაციის წინააღმდეგ?
  • ხშირ შემთხვევაში მითითებული გვაქვს პროპაგანდის წყარო, თუ წესდება რაიმე რეგულაციები ამის აღსაკვეთად?
„კონფერენციამ მრავალ ბუნდოვან საკითხს მოფინა ნათელი, თუმცა დარჩა ისეთი კითხვები, რომელსაც პასუხი ვერ გაეცა და ძიების პროცესშია. მიღებული ცოდნის საკლასო სივრცეში დანერგვა დადებითად იმოქმედებს მოსწავლეებზე, აუმაღლებს ინტელექტს და ცოდნას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება