სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის უნდა მიმართოთ, თუ თქვენს შვილს სკოლაში ფულს სძალავენ? - ბევრი მშობელი ასეთ დროს შეცდომას უშვებს
28-11-2019
-
+


როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს სკოლაში ფულს სძალავენ? - ეს ის კითხვაა, რომლის პასუხიც ბევრ მშობელს აინტერესებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მშობელმაც არ იცის ვის მიმართოს და სკოლასაც არ სურს გახმაურება, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ ასეთ ფაქტები რეალობაში მაინც ხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში მანდატურის სამსახურის ჩამოყალიბებიდან დღემდე, შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია.

ვის უნდა მიმართოს მშობელმა, თუ მის შვილს ფულს სძალავენ და ამ ფაქტის რეაგირების მიღმა დარჩენა არ სურს? - ჩვენ სწორი ადრესატის შერჩევაში დაგეხმარებით: 

სკოლაში ფულის გამოძალვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ მანდატურის სამსახურს. მანდატური ფაქტის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცელს ავსებს. ეს დოკუმენტი ელექტრონულია და მას ავტომატურად ხედავს, როგორც სკოლის  დირექცია, ასევე მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელობა. 

იმ შემთხვევაში, თუ ფულის გამოძალვას თან ახლავს მუქარა და სხვა სახის ძალადობა, მანდატური ინფორმაციას უბნის ინსპექტორსაც აწვდის.

მაშინ, როდესაც მშობელი მანდატურის ნაცვლად, მხოლოდ სკოლის ადმინისტაციას მიმართავს, ფაქტის მიმალვისა და მისი რეაგირების გარეშე დატოვების ალბათობა უფრო იზრდება.

ხშირად სკოლის დირექციას საქმეში შსს-ს წარმომადგენლის ჩართვა არ სურს და ფიქრობს, რომ  სკოლაში გამოვლენილ დარღვევას თავადაც გაუმკლავდება. ეს კი შეიძლება სარისკო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სკოლის გარეთაც გაგრძელდეს.

მანდატურს კი შემთხვევის უყურადღებოდ  დატოვების უფლება არავითარ შემთხვევაში არ აქვს. სამსახურის დებულებაში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურის მოვალეობა საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლასთან თანამშრომლობაა.

შესაბამისად, ნუ გარისკავთ და ნუ დატოვებთ ასეთ ფაქტებს ყურადღების გარეშე, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები, რომ თავიდან აირიდოთ უარესი შედეგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება