სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლაში „მოსავლის ფესტივალი“ გაიმართა
20-11-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, მარადისის საჯარო სკოლაში „მოსავლის ფესტივალი“ ჩატარდა.

ფესტივალს გარემოსდაცვითი კლუბის პარტნიორი ორგანიზაციების („მარნეულის ახალგაზრდული იდეა“, „მარნეულის ქალთა ოთახი“) წარმომადგენლები, მერიისა და კულარის საბჭოს წევრები, კინოსკოლის წარმომადგენელი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები (ახალი დიოკნისის, შულავრისა და კასუმლოს სკოლების) ესწრებოდნენ.

ფესტივალისათვის სკოლის ტერიტორია საგანგებოდ მოირთო, სადაც განთავსდა აქტივობებისათვის განკუთვნილი აქსესუარები, გამოიფინა სოფლის მეურნეობის პროდუქტები(ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, სალათის ფოთლები, ბადრიჯანი, ჩინური კომბოსტო), რომლებიც სოფლის მოსახლეობამ კლუბს საჩუქრად გადასცა. ასევე, ფესტივალზე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვები, ნაქარგები, ქოთნის ყვავილები და მწნილები.

ფესტივალი რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: დასუფთავება, კონცერტი, რომელიც გაჯერებული იყო ბუნების თემატიკით, მხიარული სტარტები, სპონტანურად შექმნილი გუნდების მონაწილეობით, კინოჩვენება, სადაც დოკუმენტური ფილმი სოფლად ცხოვრებისა და სოფლების დაცლაზე მოუთხრობდა მაყურებელს.

გაიმართა გამოფენილი პროდუქციის, მათ შორის, დღის საკვების, მოსწავლეთა ნამუშევრების გაყიდვა და გამწვანების აქცია.

ფესტივალი, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელების გარდა, ქველმოქმედებასაც ისახავდა მიზნად. გარემოსდამცველებმა 400 ლარის შეგროვება შეძლეს.

აღნიშნული თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში მცხოვრები 14 წლის ბიჭის ოჯახს გადაეცა. მძიმედ დაავადებული ბავშვის ერთადერთი მარჩენალი ბებიაა, რომელსაც არათუ სამკურნალო, შვილების რჩენისათვის საჭირო თანხაც არ აქვს.

ღონისძიება გარემოს მდგრადი განვითარების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-12, მე-15, მე-17 მიზნების განხორციელებაში მცირეოდენი წვლილის შეტანას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება