სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში - „შემოდგომის პალიტრა“ საპრიზო ადგილები დაიკავეს
19-11-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები (ლუკა ყრუაშვილი - მე-11 კლასი; თეონა ჭიპაშვილი - მე-8 კლასი; მარიამ მდივნიშვილი - მე-8 კლასი; მარიამ ნიქაბაძე - მე-5 კლასი) ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში - „შემოდგომის პალიტრა“ მონაწილეობდნენ.

კონკურსში, რომელიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ხარაგაულის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში ჩატარდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსანტებმა ადგილები განსაზღვრული საფეხურების მიხედვით დაიკავეს.

კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა.

გიმნაზიის მოსწავლეებიდან I საფეხურზე მარიამ მიქაბაძემ - II ადგილი, II საფეხურზე ლუკა ყრუაშვილმა - II ადგილი, III საფეხურზე თეონა ჭიპაშვილმა - I ადგილი, მარიამ მდივნიშვილმა კი II ადგილები დაიკავეს.

სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ გიმნაზიელებს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

„ასევე, დიდი სიყვარულით ვულოცავთ კონკურსში გამარჯვებულ ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მისალოც ტექსტში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება