სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებისთვის შეფასება კვლავ ნიშნების დასაწერად გამოიყენება, საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის მომზადება - კვლევის შედეგები
19-11-2019
-
+


„2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით, თუმცა, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ ეხება“, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული.

აღნიშნული კვლევის შედეგები ქართული ზოგადი განათლების სისტემას აფასებს.

OECD-ის მიმოხილვა ოთხ განზომილებას შეეხება:

  • მოსწავლეთა შეფასება
  • პედაგოგთა შეფასება 
  • სკოლის შეფასება
  • სისტემური შეფასება

თითოეული განზომილება მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ პოლიტიკის რეკომენდაციებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული მტკიცებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე.

მიმოხილვამ გამოავლინა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით. 

თუმცა, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო. მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, მიღწევებში ეს უთანასწორობა 2009-2015 წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. 

საქართველოში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, კვლავ მოსწავლეთათვის ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად.  მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებისათვის განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი აქცენტი არ არის. მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების მრავალფეროვან ტექნიკებს და უპირატესობას ანიჭებენ მოსწავლეთა შეფასებას, ძირითადად, მრავალპასუხიანი ტესტებით,  რომლებიც უნარების ფართო სპექტრს არ აფასებენ.

ისეთი მოსწავლეების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკებში, საჭიროებს ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ განაგრძონ კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოში პედაგოგები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში.

PISA 2015-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა თითქმის 30%-ს და საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის დაწყებითი მომზადება მასწავლებელთათვის, OECD-ის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის საწყის მომზადებას.

ამჟამად, ავტორიზაცია ქვეყნის 225 კერძო სკოლაზე გავრცელდა. საქართველოს თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა 2021 წლამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციას. საქართველოში ავტორიზაციის მიზანია სკოლის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. OECD-ის ქვეყნებსა და ეკონომიკებში სკოლების შეფასებისაგან განსხვავებით, საქართველოში ავტორიზაცია არ აფასებს განათლების ხარისხს და არ ითვალისწინებს სკოლის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა მოსწავლეთა შენარჩუნება და შეფასების შედეგები. 

რეკომენდაციები:

განათლებაში შეფასების სისტემა უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ გამოავლინოს დაბალი და უთანასწორო მიღწევების სფეროები და გადაჭრას ეს გამოწვევები მანამ, სანამ ისინი ფესვებს გაიდგამს. 

კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება მოსწავლეების უკეთ მხარდაჭერისთვის და სკოლებს უნდა მიექცეთ მეტი ყურადღება წარმატების მისაღწევად მოსწავლეების დასახმარებლად. 

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერით მათი კარიერის მანძილზე, მათი ხელშეწყობით დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, პედაგოგის პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტების დაწესებით და ადრეულ წლებში მეტი სტრუქტურირებული მხარდაჭერის გაწევის გზით, ახალი მასწავლებლების მოსაზიდად და მათი მოტივირებისთვის წარმატებისკენ. მასწავლებლებმა უფრო რეგულარული მხარდაჭერა უნდა მიიღონ პროფესიული განვითარებისთვის.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაცია, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში რეგულარული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს მიაწვდის, რაც დაკავშირებული იქნება მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან.

  • სასკოლო განათლება შეიძლება გაუმჯობესდეს ავტორიზაციის გეგმების განხორციელების გაგრძელებით, თუმცა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ სკოლების მხარდაჭერას, რომლებიც გაუმჯობესებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. 
  • უნდა შემუშავდეს და რეგულარულად განხორციელდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო იმისათვის, რომ სისტემას მიეცეს სკოლების მონიტორინგისა და მათი შედეგების განმავითარებელ შედეგებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია ყურადღებას ამახვილებს, ერთი გამოცდის მოდელისთვის მომზადების საჭიროებაზე, რომელშიც ერთი ტესტის საშუალებით მოხდება განათლების საშუალო საფეხურის დასრულების დადასტურება და ასევე მოსწავლეთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება