სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ახალგაზრდულ ფესტივალში“ წარმატებით მონაწილეობდნენ
18-11-2019
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ახალგაზრდულ ფესტივალში“ წარმატებით მონაწილეობდნენ.

„ახალგაზრდული ფესტივალის“ მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობის გაზრდა და მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა იყო.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: გამოფენა-გაყიდვა; საშემოდომო კუთხე; ცოცხალი ბიბლიოთეკა(სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებისთვის); სპიკერების - კონკურსი(თემა გენდერულ თანასწორობაზე); რა ?სად? როდის? ჭადრაკის ტურნირი; სამაგიდო ტენისი; სახის მოხატვა(სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის); თოჯინების თეატრი(სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის).

სპიკერების კონკურსში მე-11 კლასის მოსწავლემ, თეკლე შონიამ, გაიმარჯვა. სამაგიდო ტენისში კი პირველი ადგილის მფლობელი მე-11 კლასის მოსწავლე, აბელ გიგიბერია, გახდა. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დავით კონჯარიას ნახატები და ალიკა საჯაიას ხელნაკეთი ნივთები. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო კვიციანს, ხელმძღვანელობისა  და მოსწავლეებისათვის გაწეული დახმარებისათვის, ასევე, ფესტივალის მონაწილეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ.

ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ასოციაცია „მერკური“ და წალენჯიხის საჯარო მოხელეთა პროფკავშირი იყო.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება