| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები დღეს დასრულდა. ბოლო დღეს ტესტირება ფიზიკაში, მათემატიკაში (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში, ქიმიაში, სპორტში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩატარდა.
როგორ ჩაიარა დასკვნითმა დღემ და ზოგადად, როგორ აფასებენ გამოცდებს? - გთავაზობთ ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტების კომენტარებს:
„ვფიქრობ, ტყუილად გავედი გამოცდაზე. ჩვენზე ცდებს ატარებენ. სისულელეა ეს გამოცდები, რეალურად მასწავლებელი რას წარმოადგენს ამით მაინც ვერ გაიგებენ“.
„საპენსიო ჯილდოზე ვაპირებდი გასვლას, მაგრამ გამოცდა ავირჩიე. ნეტა ამეღო ჯილდო და წავსულიყავი. ახალი მინისტრი გვეყოლება და შეიძლება სულ გაუქმდეს საპენსიო ჯილდო“.
„ტესტებს თავი გავართვი, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამით უნდა საზღვრავდნენ მასწავლებლის ცოდნას“.
„გამოცდაზე კი გავედი, მაგრამ საინტერესოა ახალი მინისტრი რას იზამს, ისევ ამ გამოცდებით გაუშვებს მასწავლებლებს თუ შეიცვლება რამე“.
„დიდი ხანია სკოლაში ვმუშაობ, საგნის ტესტები არ გამჭირვებია. ვფიქრობ, ნერვიულობა უფრო აფერხებს მასწავლებლებს ამ გამოცდაზე“.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს