სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თვითმკურნალობა არ არის დასაშვები, განსაკუთრებით მინდა, მივმართო...“ - 3 რამ, რაც ხშირად უნდა გააკეთოთ ვირუსის ასარიდებლად
04-11-2019
-
+


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის და რეკომენდაციებს აძლევს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად ახლა საუკეთესო პერიოდია:

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ვირუსი აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს და დეკემბერის დასაწყისში, პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს და იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“.

მისი განმარტებით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები.

„განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რჩევებსაც აძლევს. მისი რეკომენდაციით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალება არის ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა: ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - გვირჩევს ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება