სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონში'' მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა'' - დღეს ''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
19-05-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 
  
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში ნაძალადევის რაიონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ''ეტალონისგან'' სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები თავიანთ განწყობასა და ემოციებს გვიზიარებენ.

ლიზი გულედანი, თბილისის N113 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე:

''არ ველოდი, თუ მე-2 ტურში გადავიოდი, რადგან საკმაოდ რთული კითხვები იყო. ძალიან ვნერვიულობ, თან მარტო ვარ. იმედი, მაქვს, რომ დღეს წარმატებას მივაღწევ და ფინალშიც გადავალ. ''ეტალონი'' მოსწავლეებს სწავლის სტიმულს გვაძლევს, რომ მომავალშიც სხვადასხვა კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა.''

ანა ლოლაძე, თბილისის N149 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:

''ძალიან დარწმუნებული არ ვარ საკუთარ თავში. ყველანაირად ვეცდები, რომ ფინალში გადავიდე. დიდი გამოცდილებაა ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა.''

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

























 
















კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება