| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„2020 ან 2021 წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად და მთელი დრო დავუთმოთ ბავშვების თემატიკას. იმ საჭიროებებს, რომელიც დღეს ბაღებს აქვთ“, - აღნიშნული ინიციატივით დეპუტატი მერაბ ქვარაია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.
„კარგია რომ 2020 წელს აღმზრდელებს ხელფასები ეზრდებათ და ბიუჯეტი ითვალისწინებს ამას, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი სფერო და სამუშაოა. ეს იმდენად ვრცელი, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, იქნებ ერთი წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად, მაქსიმალურად მივმართოთ რესურსებიც აქეთ და იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმები ჩავატაროთ, რომ ამ საძირკველზე შემდეგ უკვე ყველაფერი მყარად აშენდეს“, - განაცხადა ქვარაიამ.
დეპუტატის ინიციატივას მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
„არ ვიცი ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს, მაგრამ იდეას ვეთანხმები. თითქმის ყველა ბაღსა და სკოლაში ვარ ნამყოფი და სასურველია უფრო სწრაფად მოხდეს ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას