სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება განახლებული კონცეფციით განხორციელდება
09-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს.

განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი გამართა და იმ  ძირითად სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გრიფირების ახალი კონცეფცია ითვალისწინებს.

მისი თქმით, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.

„სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, გაიზარდა მისი რეცენზირებისა და შინაარსობრივი დახვეწისთვის მოცემული დრო. შესაბამისად გრიფირების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივნისი.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის პროცესი სრულიად დასრულებული იქნება ყველა მისი ეტაპის გათვალისწინებით, მათ შორის რეკომენდაციების მიცემის, გასაჩივრებისა და ა.შ.

სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისი ჩათვლით. ეს არის ის პერიოდია, როდესაც სკოლები მიიღებენ უკვე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შესარჩევად და მოვუწოდებთ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს, მათ შორის მშობლებს რომ ძალიან გულდასმით განიხილონ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და გააკეთონ ის არჩევანი რომელსაც თვლიან რომ ეფექტური იქნება მათი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის. შესაძლოა ერთ საგანში იყოს ერთზე მეტი სახელმძღვანელო როგორც ეს ყოველ წელს ხდება ხოლმე, და შესაბამისად, სკოლამ და მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლეებსა და პრაქტიკის გათვალისწინებით შეარჩიონ სახელმძღვანელოები“, - განაცხადა ირინა აბულაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს:

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობდა ახალი კონცეფციის შექმნის ეტაპზე. ჩვენს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა გამომცემლებთან და ავტორებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და ამ პროცესს ჩვენ გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვართ, რომ მერვე VIII კლასის სახელმძღვანელოები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იქნება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

განათლების სამინისტროს ცნობით, გრიფირების მთავარ სიახლეს სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის, გრიფირების საწყისი ეტაპიდან ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტირება წარმოადგენს. ამ მიზნით გამომცემლებს დამატებით საშუალება მიეცემათ გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ და გამოასწორონ.

„გასულ წლებთან შედარებით, VII კლასის სახელმძღვანელოები მეთოდიკური თვალსაზრისით უფრო მეტადაა გაუმჯობესებული - განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის. ამ ფორმებში ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა ამ თემის შესაბამისი (და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად - ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას).

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა - ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა, მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია - 90/10%-ის ნაცვლად ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს - 5%. სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები“,-აცხადებენ უწყებაში.

2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს:

  •  VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);
  • დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები - ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა;
  • VII კლასი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება