სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სოფელი და ოჯახი ვასახელე'' - ნათია აბაშიძე, ''ასპინძის ეტალონი მოსწავლე''
11-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება. 

ამჯერად ''ასპინძის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ასპინძის სკოლაში ჩატარდა. 
 
ასპინძის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.    

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  

''ასპინძის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ''მირაშხანის სკოლის'' მე-10 კლასის მოსწავლე ნათია აბაშიძე დაეუფლა.

''ასპინძის ეტალონი მოსწავლე'' ნათია აბაშიძე ''ეტალონის'' მომავალ მონაწილეებს რჩევებს აძლევს:

''მომავალ მონაწილეებს ვურჩევ, არ ინერვიულონ. რომც არ გაიმარჯვონ მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარი ისაა, რომ ფინალში გადასვლა მათ სწავლის სტიმულს მისცემს. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებული გავხდი. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი სოფელი და ოჯახი ვასახელე.'' 

ასპინძის რესურსცენტრის უფროსმა ტრისტან მურადაშვილმა აღნიშნა, რომ  ინტელექტ-ჩემპიონატისადმი მოსწავლეების ინტერესი ძალიან მაღალია:

''როგორც ყოველთვის, ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. იყო მხიარულება. ''ეტალონი'' არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყველა საგნის მიმართ უნარ-ჩვევებს უღვიძებს. მინდა აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატისადმი მოსწავლეების ინტერესი ძალიან მაღალია. ყველა აღფრთოვანებითა და აღტაცებით საუბრობდა ამ ღონისძიებაზე.''

ასპინძის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე შოთა იველაშვილი შარშანდელი ''ასპინძის ეტალონის'' გამარჯვებულია. იგი პროექტის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე გვესაუბრება: 

''დიდი გამოცდილება მივიღე''ეტალონში'' მონაწილეობით, მეგობრებიც შევიძინე. ძალიან ემოციურად და დადებითად მახსენდება სპორტის სასახლეში გამართული ფინალი. წლევანდელ ღონისძიებას მაყურებლის ამპლუაში დავესწარი. ბატონ გოჩასთან ბევრი ვისაუბრე. ''ეტალონი'' ეროვნული მნიშვნელობის პროექტია. ახალგაზრდებს ჩვენი ნიჭისა და ცოდნის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ჩემი აზრით, ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.''

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  
პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება