სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იყო ნამდვილი მასწავლებელი ნიშნავს მთელი არსებით გიყვარდეს ბავშვები”- თბილისის N45 სკოლის პედაგოგი სკოლაში მუშაობის პირველ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს
07-10-2019
-
+


თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, მაგდა მიქაბერიძე სკოლაში მუშაობის პირველ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს გვიზიარებს.

მაგდა მიქაბერიძის წერილს ETALONI.GE უცვლელად გთავაზობთ:

„სკოლის პირველი დღე განსაკუთრებული და ამაღელვებელი იყო, როგორც ბავშვებისა და მშობლებისთვის, ასევე ჩემთვის. ბეწვის ხიდზე გასულს, მეფიქრებოდა ვაიდა, ჩაწყდეს, ხომ ვეღარ აღდგება? სწორედ ამიტომ, ორმაგი პასუხისმგებლობით ვემზადებოდი ჩემს მერცხლებთან შესახვედრად. შეხვედრისა და გაცნობის ემოციები ისეთი იყო, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ჯადოსნურ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. მათგან წამოსული გულწრფელი სიყვარული, აციმციმებული თვალები და მოკრძალებული მიხვრა-მოხვრა არასოდეს დამავიწყდება.
იყო ნამდვილი მასწავლებელი ერთდროულად ნიშნავს იყო საგნის პროფესიონალი, ფსიქოლოგი, კარგი მეგობარი, ყურადღებიანი მსმენელი, შემოქმედებითი აზროვნების, ენთუზიასტი და ყველაზე მთავარი, მთელი არსებით გიყვარდეს ბავშვები. ალბათ დამეთანხმებით, განსაკუთრებით რთულია იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი, რადგან აქ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კი არ ხარ, არამედ, დედის, მამის, ბებია-ბაბუის ფუნქცია-მოვალეობები გემატება. თანაც ეს ის პერიოდია, როცა ბავშვი განათლებაზე ზოგად წარმოდგენას იქმნის, პიროვნებად, ინდივიდად ყალიბდება და იძენს იმ საბაზისო უნარებს, რომლებიც სრულყოფილი მოქალაქის აღსაზრდელად აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ ეს  წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უზარმაზარ მადლობას ვუხდი განათლების სამინისტროს, რომ მომცა შანსი გავმხდარიყავი მაძიებელი მასწავლებელი და ყველაზე დიდ მადლობას თბილისის N45 საჯარო სკოლას  ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, შანსისთვის, რომელიც, ალბათ ადამიანს ერთხელ ეძლევა. მადლობას ვუხდი კოლექტივის თითოეულ წევრს გულთბილი მიღებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ეს არის სკოლა, რომელიც კონკურენტუნარიან თაობას ზრდის...

აქ არის გუნდი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული და ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გახდე საუკეთესო“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება