სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

შესაძლებელია თუ არა მოზარდებისთვის თავის ტკივილის მკურნალობა სწორი კვებით?
24-09-2019
-
+


ზოგიერთ მოზარდს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა თავის ტკივილის თავიდან აცილებაში ეხმარება.  თავის ტკივილი უარყოფით გავლენას ახდენს თინეიჯერის შრომისუნარიანობასა და სასკოლო მიღწევებზე. 

ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით თავის ტკივილის მკურნალობა შესაძლებელია:

  • იკვებეთ დაბალანსებულად - როდესაც საქმე თავის ქრონიკულ ტკივილს ეხება, ჯანსაღი საკვების მიღება სავალდებულოა. ცნობილია, რომ დიეტა და კვების სწორი რეჟიმის შენარჩუნება თავის ტკივილის სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია;
  • კარგად გაითავისეთ, რომ საკვები პროდუქტი ენერგიის აღდგენაში უნდა დაგეხმაროთ და არა დაქვეითებაში. ამიტომ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით;
  • შეარჩიეთ საკვების „ცისარტყელა“, რაც გულისხმობს სასურსათო მაღაზიაში ხილისა და ბოსტნეულის ასორტიმენტის შეძენას;
  • მოერიდეთ დაკონსერვებული პროდუქტის მიღებას და არჩევანი შეაჩერეთ ჯანსაღ, სახლში მომზადებულ საკვებზე;
  • მინიმუმ 6 ჭიქა წლის მირთმევა მოზარდებისთვის სავალდებულოა. ყველასათვის ცნობილია, რომ სასმელი წყლის რეგულარული მიღება თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია;
  • მზეზე ყოფნა ინტენსიური თავის ტკივილის საწინდარია. ამიტომ, თუ რუჯის მიღება გიყვართ, მუდმივად ატარეთ მზის სათვალე და სპეციალური ქუდი;
  • ბუნებაში სეირნობა - ოჯახის წევრებთან ერთად პიკნიკზე წასვლა, წიგნების კითხვა, დასვენება თავის ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ;
  • ვარჯიში -  რეგულარული ვარჯიში და ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტკივილს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამიტომ,  მოზარდი, რომელიც დღის განმავლობაში გარკვეული პერიოდით მაინც დარბის, ცურავს და დატვირთულია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, თავის ტკივილი აუცილებლად შეუმცირდება.
ძილის  მუდმივი რეჟიმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თავის ტკივილის მკურნალობის დროს. ამიტომ, ფსიქოლოგები მოზარდებს მარტივად დაძინების გზებს გასწავლიან:

  • დაგეგმეთ ძილის რეჟიმი: დაძინებისა და გაღვიძების ხანგრძლივობა;
  • მოერიდეთ ტელევიზორსა და კომპიუტერს ძილის წინ;
  • სადილი და დესერტი ძილამდე მინიმუმ 4 საათით ადრე მიირთვით;
  • თუ ინტენსიურად გაქვთ ძილის დარღვევები, მიმართეთ გამოცდილ ექიმს, რომელიც პრობლემის მოგვარებაში მარტივად დაგეხმარებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება