სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორი ყვავილები მოსწონთ მასწავლებლებს -  რჩევები თუ სკოლის დაწყების დღეს ყვავილების შეძენა გადაწყვიტეთ
10-09-2019
-
+


საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება. თუ სწავლის დაწყების დღეს ბავშვის სკოლაში გაშვება ყვავილებით გადაწყვიტეთ, ეს მარტივი რჩევები გამოგადგებათ. 

თუ მასწავლებლის გემოვნება იცით მაშინ გაგიმარტივდებათ ამორჩევა თაიგულის, რომელიც მას გაახარებს და დაამახსოვრდება. იმ შემთხვევაში კი თუ ბავშვი სკოლაში პირველად მიგყავთ ყვავილების არჩევისას ზოგადად მიღებული წესებით იხელმძღვანელეთ და  უპირატესობა მიანიჭოთ კლასიკურ გადაწყვეტილებებს.

ახალგაზრდა მასწავლებისთვის შეარჩიეთ ნაზი და ნათელი ყვავილების კომპოზიცია. ეს შესაძლოა იყოს ვარდისფერი ვარდები ან გერბერა. უფროსი თაობის მასწავლებლებს მოეწონებათ პოინების, ქრიზანთემების და შროშანების თაიგული. 

რა მოსწონთ პედაგოგებს

რა თქმა უნდა, ყველა პედაგოგს მოსწონს ყურადღება, მაგრამ თაიგულის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ მისი მიზანია - მასწავლებლის გახარება მოცემულ მომენტში. თუ თქვენ ცდილობთ მასზე ძვირადღირებული თაიგულით შთაბეჭდილების მოხდენას - ნუ შეეცდებით. მასწავლებელს სავარაუდოდ, ამ დღეს, ყვავილებს სხვებიც მიართმევენ და მას უბრალოდ დაავიწყდება, რომელი ვისგან მიიღო. 

თუ ნამდვილად გსურთ მასწავლებლის გახარება მიართვით არა უბრალო თაიგული, არამედ ვარიაცია ამ თემაზე. მაგალითად, მასწავლებლების უმეტესობას, განსაკუთრებით, უფროს თაობას, ძალიან უყვარს, როდესაც ქოთნის ყვავილებს ჩუქნიან. მათი მოვლა მარტივია და საკლასო ოთახს წლები დაამშვენებენ. ამასთან ქოთნის ყვავილები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლოცაა, რადგან რაც უფრო მეტი მცენარეა აუდიტორიაში, მით უფრო სუფთა ჰაერია მასში.

იხილეთ ასევე - რომელი ოთახის მცენარის გახარება შეიძლება სკოლაში - 7 საუკეთესო ვარიანტი

უადგილო თაიგული

რა არ არის რეკომენდირებული მკვეთრის სუნის ყვავილების ჩუქება. თუ ყვავილები დღის ბოლომდე საკლასო ოთახში დარჩება შესაძლოა რომელიმე ბავშვს თავი ასტკივდეს. არ დაგავიწყდეთ ასევე, რომ როგორც ბავშვებში ისე მასწავლებლებში ბევრი ალერგიულია. ამიტომ მოერიდეთ სუმბულისა და აღმოსავლური შროშანების ჩუქებას.

უკეთესია ასევე უარი თქვათ გვირილებზე (თუ, რა თქმა უნდა, მასწავლებლის საყვარელი ყვავილი არ არის) და სხვა ყვავილებზე, რომლებიც იმტვერებიან. შესაძლოა ყვავილმა პირველკლასელს თეთრი პერანგი დაუსვაროს. იგივე ეხება მასწავლებლის ზედატანსაც.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება