სიახლეები
სიახლეები

რთული და კრიზისული პერიოდი დაიწყო - ტყუპებს ნევროზული პერიოდი აქვს, კუროში სიჯიუტე მატულობს 
09-09-2019
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, რომელიც თითქმის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

„საკმაოდ რთული და კრიზისული პერიოდი დაიწყო მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. კრიზისი იქნება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც, რაც ვალუტის კურსზეც აისახება. დაძაბულობა იქნება სამთავრობო სტრუქტურებში, ასევე იქნება პრობლემები სოციალურ სფეროში, პედაგოგიურ-საგანმანათლებლო სფეროში იქნება დიდი ცვლილებები და სკანდალებამდეც კი მივა საკითხები.

ადამიანებში უყურადღებობა იჩენს თავს. უყურადღებობა ტრამვულ-ავარიულ ტენდენციებს გააძლიერებს. ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ჯანმრთელობის მხრივ, ქრონიკული დაავადებები შეიძლება გამწვავდეს.  ამ თვენახევრის განმავლობაში, ვინც რა დაიმსახურა, იმას მიიღებს ზუსტად“, - ამბობს ცაგარელი.

მიმდინარე კვირას, 14 სექტემბერს სავსემთავრეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებების, ავარიების, ტრამვების და კონფლიქტების ტენდენცია იქნება მაღალი.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის იხილეთ ვრცლად:

ვერძი - ამ კვირაში ენერგოტონუსი არ გაქვთ მაღალი, თავს მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობთ, თუმცა შეძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ და ბიზნესსაქმიანობაში ჩაერთოთ. დაფიქრება გმართებთ, არ უნდა გადაუხვიოთ  აღებულ გეზს, ახლა კაი პერიოდია არ არის ამისთვის. ახალი პროექტები და ახალი საქმეები 23 სექტემბრამდე არ უნდა დაიწყოთ.

კურო - სიჯიუტე მატულობს არნახულად სიზარმაცესთან ერთად - არ გსურთ დამორჩილება, გსურთ რომ გაიტანოთ თქვენი ჯიუტად და არავის დაემორჩილოთ. აქედან გამომდინარე, კონფლიქტებს შექმნით როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ამავდროულად, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ. გონება-განწყობა მშვენიერი, კარგად შეგიძლიათ იმუშაოთ, თუმცა დიპლომატიურობა გაკლიათ.

ტყუპები - ნევროზული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. ფსიქო-ემოციური არასტაბილურობის გამო, შესაძლებელია შეცდომები დაუშვათ. ამას ემატება სულსწრაფობა და პარტნიორული კონფლიქტების მაღალი ალბათობა. შეიძლება მიიღოთ არასწორი ინფორმაცია. ზღვარგადასული ფანტაზია ხელს შეგიშლით პრაგმატულ აზროვნებაში. განსაკუთრებულად ახალი რეფორმებს ნუ დაიწყებთ 23 სექტემბრამდე.

კირჩხიბი - ენეროგოტნუსი მაღალი გაქვთ, შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ბიზნესსფეროში წარმატების მიღწევა. გაქვთ შემოქმედებითი წარმატებების შესაძლებლობა. ცოტა ემოციურად გაღიზინებულები იქნებით, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ოჯახში და სამსახურში ცოტა დაძაბულ კონფლიქტურ სიტუაციების წარმოქმნაში. შვიდჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით. აკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი - ბიზნესსფეროში წარმატების  შანსი გაქვთ და შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მოიპოვოთ, მაგრამ ადვილად ენდობით ადამიანებს და შეიძლება მოტყუებული აღმოჩნდეთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, უფრო მდგრადად და კარგად იგრძნობთ თავს. მოგზაურობისთვის და ტურისტული ლაშქრობებისთვის ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ.

ქალწული - მთავარი ფავორიტი ხართ, ენეგოტონუსი არნახულად მაღალი გაქვთ. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი და ინიციატივიანი ხართ. შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, შეგიძლიათ პროფესიულად განვითარდეთ, თუმცა ძალიან პრეტენზიული, მომთხოვნი და პირდაპირი ხართ სხვათა მიმართ, რამაც შეიძლება საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს. დიპლომატიურობა გაკლიათ ცოტა.

სასწორი - ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა არამდგრადია. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები  - ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ ორმაგად აგორებულია. 23 სექტემბრამდე ძალიან ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. არ დაიწყოთ ახალი საქმე. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.

მორიელი - გაქვთ შანსი კარგი მატერიალური დივიდენდები მოიპოვოთ, თუმცა გართობისადმი განსაკუთრებული ლტოლვა გაქვთ, რის გამოც შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ და ბევრი შეცდომა დაუშვათ. ამიტომ ცოტა ყურადღებით იყავით.

მშვილდოსანი - მთავარი პრობლემა არნახული ამბიციებია. სხვას გსურთ, რომ  სარკასტულად მოახვიოთ საკუთარი სურვილები. სამაგიეროდ, ფინანსურად კარგად იგრძნობთ თავს, საქმეს კარგად გართმევთ თავს. მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის ძალიან კარგი პერიოდია. შანსები გაქვთ, მაგრამ ამბიციურობა და სულსწრაფობა ხელს გიშლით წინსვლაში.

თხის რქა - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია ამ კვირაში, იმიტომ რომ ენეროგოტნუსი მაღალი გაქვთ. შეგიძლიათ ყველას დაუმტკიცოთ, რაც გინდათ ის. მაგრამ რამდენადაც გრძნობთ რომ კარგი, ძლიერი, მაგარი და წარმატებული ხართ, იმდენად გიჩნდებათ სხვისი მანიპულირების სურვილი, რაც შეიძლება დიქტატორულ ტენდენციებში გადავიდეს. ეს შეიძლება კონფლიქტების საბაბი გახდეს.

მერწყული - ტრადიციულად ძალიან კარგი გენერატორები ხართ იდეების. მაგრამ ენერგოტონუსი გაქვთ შემცირებული, ამიტომ საკუთარ თავზე ზედმეტს ნუ აიღებთ. დაისვენეთ და ყოველგვარი სულსწრაფობის გარეშე იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან კონფლიქტების ალბათობა მაღალია.

თევზები - ენერგოტონუსი არ გაქვთ ცუდი. შეგიძლიათ აქტიურობა, ენერგიულობა და შრომისუნარიანობა გამოავლინოთ, თუმცა პრეტენზიები და კრიტიკა მატულობს თქვენ მიმართ. წარმატებისკენ მიდრეკილება გექნებათ, მაგრამ გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას. ენერგოტონუსი გაძლევთ საშუალებას მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება