სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

შეკითხვა, როგორც მოსწავლის გააქტიურების გზა
09-09-2019
-
+


შეკითხვების დასმა ეფექტური გზაა მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. etaloni.ge გირჩევთ, როდის და რა სახის შეკითხვები გამოიყენოთ გაკვეთილზე.

პირველი შეკითხვის დასმა ძალიან მნიშვნელოვანია. შეკითხვით გაკვეთილის დაწყებისთანავე უნდა მიიქციოთ მოსწავლეების ყურადღება:

  • პირველი შეკითხვა დაწერეთ დაფაზე, რათა მოსწავლეების ცნობისმოყვარეობა გაზარდოთ;
  • ცოდნის შემამოწმებელი შეკითხვები მოამზადეთ. გაკვეთილამდე კარგად დაფიქრდით, თქვენი შეკითხვებით თემას ბოლომდე მოიცავთ თუ არა და მიიღებთ თუ არა სასურველ პასუხებს.
შეკითხვები  შეარჩიეთ სწორად

  • თუ გსურთ კარგი დისკუსია წარმართოთ გამოიყენეთ ღია დაბოლოებიანი პირდაპირი შეკითხვები. მაგალითად, რა? როდის? როგორ? რატომ გიყვართ სანაპიროზე სეირნობა? და ა. შ. დახურულ დაბოლოებიანი შეკითხვებით ამომწურავ პასუხებს ვერ მიიღებთ;
  • ერთი შეკითხვა შეიძლება გამოდგეს ჯაჭვად რამდენიმე მოსწავლის გასააქტიურებლად. მაგალითად, „რას ფიქრობ, გიორგი, ეთანხმები მარიამს?“
  • კარგად დაფიქრდით სანამ თქვენს შეკითხვას თქვენვე უპასუხებთ, რადგან ასე შესაძლოა დომინანტი აღმოჩნდეთ და მოსწავლეებსაც სტიმული დაუკარგოთ.
მოსწავლეებს მიეცით დრო პასუხის მოსაფიქრებლად 

თქვენმა ენთუზიაზმმა მოსწავლეებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია და არ მისცეთ დრო პასუხის მოსაფიქრებლად, შესაძლოა, ისინი ჩაკეტოს. გახსოვდეთ, მოსწავლეებს შეკითხვის გასააზრებლად დრო სჭირდებათ. 

დაიცავით „ფიქრის დრო“, რადგან ასე

  • პასუხის „არ ვიცი“ სიხშირე მცირდება;
  • მოსწავლეების პასუხის უფრო სრულყოფილი და მოცულობითია;
  • გზა და გზა თქვენც უკეთეს შეკითხვებს მოიფიქრებთ, რათა მოსწავლეებს​ ჩაეკითხოთ ​ და სიღრმისეულად მოიცვათ საკითხი;
  • ნუ დაგაფრთხობთ მოსწავლეების სიჩუმე - მიეცით წამები ან რამდენიმე წუთი, რომ მოიფიქრონ და დაალაგონ პასუხი;
  • თუ ამჩნევთ, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ პასუხის გაცემა დიდხანს ნუ დაელოდებით, რადგან მათ თავი დამცირებულად არ იგრძნონ.
მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა ერთმანეთს დაეხმარონ 

  • მოსწავლეები გაამხნევეთ  პასუხის გაცემისას;
  • ნება მიეცით პასუხები ერთმანეთთან განიხილონ  და ეს შესაძლებლობა გაკვეთილის დაწყებისთანავე გააცანით;
  • ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ერთ სწორ პასუხს. მოისმინეთ სხვადასხვა ვარიანტი, რათა მთელი კლასი ჩართოთ დისკუსიაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება