სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის შეუძლია გახდეს ტუტორი და რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას? - განათლების მინისტრის ბრძანება
22-11-2020
-
+


ტუტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამავდროულად ის უნდა ასწავლიდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს, საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის ტუტორის შესარჩევად მიმართავს ცენტრს.

ტუტორის ფუნქციებია:

  • დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში;
  • გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლობის მაძიებელს, გაუზიაროს მას პროფესიული გამოცდილება და მისცეს სათანადო რჩევები მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ხელი შეუწყოს მასწავლებლობის მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში;
  • დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს მის მიერ განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვაში და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელი დოკუმენტების შედგენაში;
  • დაესწროს და მასწავლებლობის მაძიებელთან ერთად გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილები ან სხვა პროფესიული საქმიანობის აქტივობები;
  • ითანამშრომლოს ცენტრის წარმომადგენელთან ტუტორის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში;
  • მონაწილეობას იღებს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასებაში.
აღნიშნულის შესახებ მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაშია ნათქვამი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება