სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

გაამართლა თუ არა, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ? - სკოლის დირექტორების შეფასებები
30-07-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო. აღნიშნულს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თავად განათლების სამინისტროს განცხადებით,  ეს გადაწყვეტილება სწავლის დონის ამაღლებასა და მოსწავლეების სკოლისაკენ შემობრუნებას შეუწყობს ხელს.

საინტერესოა, როგორ აფასებს სხვადასხვა სკოლის დირექტორი საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს და რა შეიცვალა მას შემდეგ, გაამართლა თუ არა ამ ნაბიჯმა?

ვერა ქოჩიაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლის დირექტორი:

გამოცდების გაუქმებას დადებითად შევაფასებდი, არ მომწონდა იმ სტილით ჩატარებული გამოცდები, როგორც აქამდე იყო. ის არაფრის მომცემი იყო არც კარგი და არც ცუდი მოსწავლისათვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდები საერთოდ აღარ უნდა იყოს, ჩემი აზრით სტილი უნდა შეიცვალოს.

მალხაზ მახარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ის პრინციპი როგორც  ტარდებოდა საატესტატო გამოცდები ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან მხოლოდ კონკრეტულ საგნებზე იყვნენ მოსწავლეები ორიენტირებულები და სხვა საგნები უყურადღებოდ რჩებოდათ. აღნიშნულმა გამოცდებმა ფაქტობრივად, სწავლის ხარისხი დაბლა დაწია და არა პირიქით.

ავთანდილ მახარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად კარგია და ვფიქრობ რომ გაამართლა უკვე, ჯერ სრული სურათი არ გვაქვს, თუმცა, ბავშვების ნათქვამიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად გაამართლებს და მათ მეტად გაუჩნდებათ სურვილი სწავლაზე მობილიზდნენ.

ილია ვადაჭკორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჭანჭათის  საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, გამოცდები უნდა იყოს, რადგან არსებობს კონკრეტული ზღვარი, რომელიც მოსწავლეებს რაღაც სტანდარტებს უწესებს, რაც მათი სწავლის დონეს კიდევ უფრო ამაღლებდა, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვას, რომ ის გამოცდები რომელიც აქამდე ტარდებოდა ვერ ასახავდა მოსწავლეთა ცოდნის რეალურ დონეს.

იყვნენ კარგი მოსწავლეები რომლებიც საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრნენ, ხოლო, საშუალო დონის მოსწავლეებმა კი ზღვარი გადალახეს.

ნელი ბალახაშვილი საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ერთ წელში შეუძლებელია განსაზღვრო რა შედეგი გამოიღო ამ გადაწყვეტილებამ. თუმცა, ჩემი შეხედულებით უნდა იყოს საატესტაო გამოცდები და თუკი ეს არ იქნება მაშინ აუცილებლად უნდა იყოს საფეხურის გამოცდები. საატესტატო გამოცდების შედეგად, ხშირად არაადეკვარტური იყო ხოლმე ჩვენი მხრიდან მოსწავლეების  შეფასება, რომლებიც გამოცდებზე სულ სხვა შედეგს დებდნენ.

დალი დიასამიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

საკმაოდ ცოტა დრო გავიდა გაუქმების შემდეგ, რაც არ მაძლევს იმის საფუძველს რომ რეალურად შევაფასო რა მოხდა. მომდევნო წლიდან თუ გაიზარდა მოსწავლეებში მოტივაცია შემდეგ შეგვიძლია დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა, მოლოდინი მაქვს რომ გაამართლებს და უფრო დიდი სურვილი გაუჩნდებათ მოსწავლეებს სწავლას დაუბრუნდნენ.

გოჩა დანელია სამტრედიის ღანირის სკოლის დირექტორი:

როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდების მსგავი გამოცდის შემოღებას გეგმავს, სიახლე კი ალბათ უფრო გაამართლებს ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. პირადად ჩემთვის, როგორც დირექტორისათვის მობილიზების თვალსაზრისით სჯობდა გამოცდები ყოფილიყო.

მზევინარ გელანტია აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის დირექტორი:

მირჩევნია იყოს საატესტაო გამოცდები, მაგრამ თუკი ეს იქნება ეროვნული გამოცდების გაუქმება უნდა მოხდეს. კარგი იქნება თუ საატესტატოს ქულებით მოხდება უმაღლესში ჩაბარება. ეს ხელს შეუწყობს სასწავლო ავტორიტეტის ამაღლებას.

ავთანდილ ხურციძე ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის სკოლის დირექტორი:

საატესტატო გამოცდების გაუქმება დადებითად აისახა სასწავლო გარემოზე და ვიმედოვნებ რომ მომავალშიც კარგ შედეგს მივიღებთ.

ამირან დობორჯგინიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

საატესტატო გამოცდების გაუქმება ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ეს გამოცდები თავის დანიშნულებას ვერ ამართლებდა სხვადასხვა მიზეზების გამო. შესაძლოა გამოცდები იყოს მაგრამ არა ისეთი როგორიც იყო, ჩემი აზრით, რაც მეტი გამოცდები იქნება სკოლაში მით უკეთესია ეს  სწავლის დონის გასაუმჯობესებლად და რეალური ანალიზის გასაკეთებლად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
გაიცანით ტობანიერის საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომელთაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება