სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მილიარდერები, რომლებიც განათლებას დიდ ფულს სწირავენ
26-07-2019
-
+


ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული, ჰაუზერის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ ფულს ქველმოქმედები განათლებას სწირავენ.

მოგითხრობთ, რა პროექტებს უჭერენ მხარს ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და სხვა მილიარდერები და რა უჯდებათ მათ ქველმოქმედება.

ბილ გეიტსი Microsoft-ის დამფუძნებელი

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას ხმარდება. ფონდის მთავარ მიზნად გეიტსები აფროამერიკელი, ლათინო-ამერიკელი და დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტების რაოდენობის გაზრდას მიიჩნევენ.  ფონდის დამაარსებლების აზრით, სწორედ უმაღლესი განათლების მიღება, დაეხმარება მათ გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბირჟაზე.

ჯერ კიდევ 1999 წელს, იმ ფერადკანიანი სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ბაკალავრიატის პროგრამით სწავლობენ, პროგრამა Gates Millennium Scholars Program გაეშვა. (დახარჯულია1,6 მილიარდი დოლარი).

2009-წლიდან 2016-წლამდე კი ბილ და მილინდა გეიტსების ფონდმა 200 მილიონ დოლარზე მეტი პროგრამაზე - Intensive Partnerships for Effective Teaching დახარჯა, მაგრამ ექსპერტების აზრით, იგი წარუმატებელი აღმოჩნდა და დაიხურა.

2018 წელს კი ფონდმა სტრატეგია შეცვალა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან თანამშრომლობენ და სკოლებში საგანმანათლებლო სიტემის გაუმჯობესებით არიან დაკავებული, პროგრამა -The Networks for School Improvement გაუშვა.  12 შტატის 19 ორგანიზაციისთვის 92 მლნ დოლარის ახალი გრანტი გამოიყო.

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დამფუძნებელი



2015 წელს მარკ ცუკერბერგმა მეუღლესთან პრისცილა ჩანთან ერთად ჩან-ცუკერბერგის ფონდი დაარსა. აღსანიშნავია, რომ წყვილი განათლებაში ფულს ფონდის დაფუძნებამდეც დებდა. 2010 წელს ცუკერბერგმა 100 მილიონი დოლარი შესწირა ნიუ-ჯერსის შტატის, ქალაქ ნიუარკის სკოლების გაუმჯობესებას. 2014 წელს კი მილიარდერმა 120 მილიონი დოლარი ჩადო სან-ფრანცისკოს ყურეს სკოლებში.

ფონდი მიზნად ისახავს მოსწავლის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების პროფესიული განვითარებას, პედაგოგებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას.

2018 წელს ჩან-ცუკერბერგის ფონდმა110 მილიონი გაიღო 88 საგანმანათლებლო გრანტისთვის.

ჩაკ ფინი - ფონდ Atlantic Philanthropies-ის დამფუძნებელი


ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა ქონების დიდი ნაწილი თავის საქველმოქმედო ფონდს - Atlantic Philanthropies-ს გადასცა, რომელიც 1982 წელს დაარსა, ფონდი არსებობას 2020 წელს შეწყვეტს და მას უკვე 8 მილიარდი დოლარის შემოწირულობა აქვს. ფონდის პროექტების დიდი ნაწილი განათლებას ეხება, რადგან, ჩაკ ფინის თქმით, „განათლებულ ადამიანებთან ერთად ბევრის მიღწევა არის შესაძლებელი“.

ჯეკ მა Alibaba-ს დამფუძნებელი


40$ მილიარდიანი ქონების მფლობელი ჯეკ მა - ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2018 წლის სექტემბერში მან განაცხადა, რომ Alibaba-ს ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს. ამის ნაცვლად მილიარდერმა გადაწყვიტა თავი მიუძღვნას საქველმოქმედო ფონდის, რომელიც მან 2014 წელს დაარსა. ჯეკ მას ფონდი სახსრების უდიდეს ნაწილს ჩინურ სოფლებში განათლების განვითარებას ახმარს.

მის გეგმაშია შემდგომი ათი წელის მანძილზე სოფლის სკოლების მასწავლებლების მხარდასაჭერად $45 მილიონის ინვესტიციის განხორციელება.

ყოველწლიურად ფონდი დაახლოებით ას საუკეთესო მასწავლებელს არჩევს, რომლებსაც ეძლევათ გრანტი 100 000 იუანის (დაახლოებით $15 დოლარი) ოდენობით, რომ ისინი ხუთი წლით სოფლის სკოლებში სამუშაოდ გაემგზავრონ. როგორ მან თქვა: „სოფლებში განათლება უკეთესი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვეყოლება შესანიშნავი კადრები მასწავლებლების სახით“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება