სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი მიმდინარეობს
29-06-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობს. დღეს სწორედ მათ შორის გამოვლინდება 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

2018-2019 სასწავლო წელს ფინალურ კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონმა“ საქართველოს ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტის სკოლები მოიცვა. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსების შედეგად ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში გამოვლინდა „ეტალონი მოსწავლე“, რომელთა შორისაც 29 ივნისს 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გამოვლინდება და დაჯილდოვდება.

გამარჯვებულებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით დიპლომები და კომპიუტერული ტექნიკის ფულადი ვაუჩერები გადაეცემათ. ინტელექტ–ჩემპიონატის რჩეულებს პროექტის თანამოაზრე მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებიც დააჯილდოვებენ.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრები – მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები დაესწრებიან.

ღონისძიებას ასევე ესწრებიან და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულები არიან „მამების ფორუმის“ წევრები. „მამების ფორუმი“ თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორის, თენგიზ გულორდავას ინიციატივით შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია შვილების აღზრდა- განვითარებაში მამების აქტიური ჩართულობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება