სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის N129 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
28-06-2019
-
+


თბილისის N129 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, სამუშაოებს შპს „აისი“ ახორციელებს და მისი  სახელშეკრულებო ღირებულება 295 000 ლარამდეა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სკოლის ეზოს და ინტერიერს. უკვე მოწყობილია სარინელი და მიმდინარეობს ეზოსა და სამოედნო გზების მოასფალტება; სამსართულიანი შენობის ყველა სართულის კიბის უჯრედებში იცვლება საფეხურები და მოაჯირები.

„საკლასო ოთახები იღებება მავნე ნივთიერებისაგან თავისუფალი, ეკოლოგიურად სუფთა საღებავით,  რომელშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს; ჭერში მონტაჟდება თანამედროვე,  ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.

სველი წერტილების რეაბილიტაციის დროს გამოიყენება  კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, რომლებსაც გააჩნია მედეგობა კოროზიაზე, ბზარების წარმოქმნასა და ყინვა-გადნობის ციკლზე, სიმტკიცე მსხვრევასა და დრეკადობაზე, ზედაპირის დასუფთავებაზე, ნაკაწრებზე, მოვლის ქიმიურ საშუალებებზე და მოცურებაზე“,-ნათქვამია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება