სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შსს-ს კამპანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ
17-06-2019
-
+


„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული.

კამპანიის ფარგლებში, 18 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში საუბარია, რომ მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვირიშვილმა განაცხადა, არასრულწლოვანთა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონე დაბალია.

„ქორწინების იძულება გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი ფაქტის შესახებ, ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან დროული რეაგირების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობადობის დაბალი დონე ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა გასულ წელს, წინა წელთან შედარებით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი.

ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, 18 წლამდე პირთა ქორწინება არ რეგისტრირდება, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები მაინც პრობლემად რჩება.

„2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა. კვლავ პრობლემურია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს“, – ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება