TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ეტალონი

მზადება „წიგნიერების დღისთვის“ - ტესტებს VIII, IX, X კლასებისთვის თბილისის N11 საჯარო სკოლა ადგენს
10-06-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge  მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N133; N 167 საჯარო სკოლების სახით.

„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.

თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი:

„სკოლა „წიგნიერების დღის“ მომზადებაში აქტიურადაა ჩართული. VIII,IX, X კლასის ტესტებს სწორედ ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი ადგენს, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსწავლეთათვის ასაკობრივ ლიტერატურას არჩევს და Izrune.ge-სთან ერთად მათ მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს. ოცდამეერთე საუკუნეში ყველა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზეა გადასულია და სამწუხაროდ, წიგნი გვერდზე აქვთ გადადებული.  პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ბავშვი იმაზე მეტად აიღებს წიგნს ხელში, ვიდე აქამდე იღებდა. საგანმანათლებლო ინოვაციები ჯანსაღ კონკურენციას, აზარტსა და წინსვლის მოტივაციას ამკვიდრებს სასკოლო ცხოვრებაში.“

ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:


I კლასი 

იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“,  „ვანო და ჩიტი“,  „მუხა და ლერწამი“,  „დაკარგული ბავშვი“,  „მკვეხარა ქოთანი“,  „მუქთამჭამელა.“

II  კლასი 

ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“

III კლასი 

იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.

IV კლასი 

ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.

V კლასი

ნოდარ დუმბაძე - „ბოშები“ , „ძაღლი“

კონდრატე თათარაშვილი - „მამელუქი“

ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“
 
VI კლასი

ილია ჭავჭავაძე - „სარჩობელაზედ“

ვაჟა-ფშაველა  - „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“

მაინ რიდი - „თეთრი თათმანი“
 
VII კლასი

ალფონს დოდე - „ტარასკონელის თავგადასავალი“

რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“
 
VIII კლასი

გიორგი ლეონიძე - „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“

ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“, „სისხლი“, „ დიდრო“, „ძაღლი“
 
IX კლასი 

ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“, „მოცეკვავე კაცუნები“

მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“
 
X კლასი 

გ. დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული“, „ცალ-ცალკე ერთად“

ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“ 
 
XI კლასი 

ჟიულ ვერნი -  „კაპიტან გრანტის შვილები“

ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი“

ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“

ერნესტ ჰემინგუეი - „მოხუცი და ზღვა“

ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“

დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა “

ჯემალ ქარჩხაძე - „იგი “
 
XII კლასი

გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“

ტოლკიენი - „ბეჭდების მბრძანებელი“

ჯეკ კერუაკი - „გზაზე“

ფიოდორ დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“

გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა “

კონსტანტინე გამსახურდია - „მთვარის მოტაცება“

დათო ტურაშვილი - „ტყეების მეფე“

გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება