სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლებს შორის სპორტული ღონისძიებები ჩატარდა
04-06-2019
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლებს (განთიადის და ზემო განთიადის) შორის სამ სახეობაში: ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა შავაძე და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დარინა ცეცხლაძე.

ღონისძიება გახსნა ზედა განთიადის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ კეკელიძემ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აწ გარდაცვლილი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ახმედ ცხადაძის ხსოვნას.

მკლავჭიდში ერთმანეთს დები შეერკინენ - I ადგილზე გავიდა ნანა საგინაძე (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილზე - ნინო საგინაძე (განთიადის საჯარო სკოლა), III ადგილზე - ინა დოლიძე (ზედა განთიადის საჯარო სკოლა).

მკლავჭიდში ვაჟებს შორის ემოციური და დაძაბული შერკინება გაიმართა. ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ბასილაძემ და ლუკა დოლიძემ I და II ადგილები მოიპოვეს, ხოლო განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ხავლოშვილმა ღირსეული III ადგილი დაიკავა.

მაგიდის ჩოგბურთში გოგონებში I ადგილი დაიკავა ლიზი ჭაღალიძემ (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილი - დეა მგელაძემ (ზედა განთიადი) და III ადგილი  - ნინო ბასილაძემ (ზედა განთიადი); ვაჟებში I ადგილი ერგო მამუკა ვანაძეს (განთიადის საჯარო სკოლა), II ადგილი - ზურა მხეიძეს (განთიადის საჯარო სკოლა), III ადგილი - გოგიტა გოგიტიძეს (განთიადის საჯარო სკოლა).

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ქების სიგელებით.  სპორტის მასწავლებელი რომან ცეცხლაძე მადლობას უხდის განთიადის საჯარო სკოლის დირექტორს, ლამარა კოხრეიძეს ღონისძიების მომზადებაში სპორტული ფორმისა და პრაქტიკული დახმარებისათვის.

თავის მხრივ, ლამარა კოხრეიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილესა და სპორტის პედაგოგს დაგეგმილი ღონისძიების წარმატებულად ჩატარებისათვის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება