სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა
03-06-2019
-
+

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა - აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაია ხაჯიშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება განათლების სამინისტროში. მას რიგითი სპეციალისტიდან დაწყებული გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს გამართული და აქტიური დინამიკური ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო,  ასევე ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.  

განათლების სამინისტროდან აჭარის უმაღლეს საბჭოში 2017 წელს გადავიდა, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის განათლების მინისტრის პოზიცია ვაკანტური 26 მაისს გახდა, მას შემდეგ რაც ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება