სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
27-05-2019
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებელ სოფიო ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით,  თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - „სამშობლოს ცრემლის წვეთი ვარ!“მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე  მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიული წარსული და აღნიშნეს, რომ 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. 

„საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა.  სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა პოეზია, მუსიკალური ჰანგები და მოსწავლეთა მხატვრული შემოქმედება. ღონისძიების ბოლოს გამოიკვეთა ის აზრი, რომ საჭიროა მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ხალხს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავგანწირვისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიული და წელგამართული ქვეყანა. გვახსოვდეს! საქართველო ერთი დიდი სახლია,  სადაც  ყველა ერთად ვცხოვრობთ.  ამ  სახლს კი, გაფრთხილება სჭირდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება