სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩემთვის მოსწავლეების უსაფრთხოება უმთავრესია“ - რაში ადანაშაულებენ ბათუმის N1 სკოლის დირექტორს სოციალურ ქსელში
15-05-2019
-
+


ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ნატალია მგელაძის თქმით, მის მიმართ სოციალურ ქსელში არსებული აგრესია ორიოდე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის ეზოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც V კლასის მოსწავლეებს სავარაუდოდ ბანქოს ეთამაშებოდა.

როგორც თავად ამბობს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ დაინახა, რომ სკოლის ეზოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, მოსწავლეებს ელაპარაკებოდა, ხოლო როდესაც მან იმის გარკვევა მოინდომა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი და რატომ ელაპარაკებოდა მოსწავლეებს, უცნობი პირისგან აგრესია წამოვიდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახა.

„სკოლის ტერიტორიაზე გაკვეთილების დასრულების შემდგომ  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოსწავლეებისთვის უცნობი იყო, მათ ელაპარაკებოდა და კარტს ეთამაშებოდა. საჭიროდ მივიჩნიე ჩავრეულიყავი, რადგან ის რაც დავინახე საკმაოდ არასასიამოვნო იყო. როცა ვეცადე სიტუაცია გამერკვია, იმხელა აგრესია წამოვიდა ამ კაცისგან, რომ მაშინვე პოლიციას მივმართე, რადგან ჩემი მოსწავლეების უსაფრთხოება ჩემთვის უმთავრესია. მას შემდეგ, რაც პოლიცია მოვიდა ჩვენ დავათვალიერეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი, სასკოლო პროცესის დასრულების დროს იმავე ბავშვებთან ერთად სხვა დროსაც გადაადგილდებოდა. ამ მოსწავლეებს პოლიციაც გაესაუბრა და საკითხზე მოკვლევა დაწყებულია“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

როგორც ნატალია მგელაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე მოკვლევაა დაწყებულია.

„ამ ამბის სოციალურ ქსელში გახმაურებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. აგრესია გამოიწვია იმან თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი შესაძლოა, საფრთხის მომტანი ყოფილიყო მოსწავლეებისთვის. საზოგადოების, ძირითადად ახალგაზრდების ნაწილი ბრალს მდებს იმაში, რომ მე ადამიანების სტიგმატიზირებას ვახდენ, რომ სხეულზე არსებული ტატუების გამო ჩავთვალე საფრთხედ ეს ადამიანი.

სინამდვილეში, მე არ ვიცი რა მიზნით ეკონტაქტებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მოსწავლეებს. ეს ჩემთვის მისაღები არ არის. პირის იდენტიფიცირება ჯერ დადგენილი არ არის. პოლიცია სანამ მოვიდოდა, მანამდე ეს კაცი წავიდა. თუმცა საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მე დაინტერესებული ვარ, რომ სკოლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ უცხო პირები, მით უმეტეს არაფხიზელ მდგომარეობაში“,- განაცხადა ნატალია მგელაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება