სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება - ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გაიმართა
13-05-2019
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ ,,საფიხვნოს“ და ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თანამონაწილეობით, დვაბზუს შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თემაზე –,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლუბ ,,საფიხვნოს“ კურატორი– ნათელა ღლონტი, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ერქომაიშვილი, ხოლო ცხემლისხიდის საჯარო სკოლიდან ისტორიის მასწავლებელი, მუზეუმის დირექტორი ნინო ჯაველიძე, რომელიც ამავდროულად საღამოს მასპინძელიც იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის თანამშრომლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.

„საღამო საინტერესოდ წარიმართა ერთმანეთს ცვლიდა საინტერესო თემები, ლექსები და სიმღერები. მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ყველაფერი საინტერესოდ წარმოაჩინეს. დვაბზუსა და ცხემლისხიდის საჯარო სკოლების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ეს უკვე მესამე პროექტია. ღონისძიებაში 30 მოსწავლე მონაწილეობდა. ბოლოს ითქვა სამადლობელი სიტყვები, დაიგეგმა მომავლის პროექტები, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ორი სკოლის თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარების საქმეში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება